ევროპის ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60) ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა.

ქართველი რეპეშაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რუს ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

მანამდე პაპინაშვილმა ფინალური საგზურის მოსაპოვებლად რუსეთის სახელით მოასპარეზე ისლამ იაშუევს შეხვდა, რომელთანაც უპირატესობის მიუხედავად ვერაფერი გააწყო და ვაზარით დამარცხდა.

ხოლო სტარტზე ბულგარელ ვალენტინ ალიპიევს 27 წამში იპონით მოუგო, შემდეგ კი უნგრელი ცაბა ძაბო ვაზარით დაამარცხა.

ლუხუმ ჩხვიმიანმაც (60) პირველივე შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ბესლან მუდრანოვთან ვაზარით წააგო.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვაჟა მარგველაშვილი (66), რომელმაც გერმანელ მიხაელ ადამთან ვაზარით დათმო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კატასტროფა ნაკრები გვყავს. მთლიანად შესაცვლელია ნაკრები
ირაკლი
08:56 27-04-2018
1
დავიჯერო ვერავინ ხედავს პრობლემებს? გამოიღვიძეთ
zorbegi
20:40 26-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული