ძიუდოისტების ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ქართველი ძიუდოისტები და გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ქართული ძიუდოს სამყაროში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბა, ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი და დავით ქევხიშვილს უნდა ეყოს გონიერება და გამბედაობა თანამდებობის დასატოვებლად. აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ დავით ქევხიშვილთან შეხვედრასაც.

"საქართველოს ძიუდოს ყველა ნაკრები უერთდება ჩვენს პროტესტს. დღეს ჩვენ შემოგვიერთდა ქალთა ნაკრები. ჩვენი მოთხოვნაა, რომ თანამდებობა
დატოვოს დავით ქევხიშვილმა. ამის მიზეზი ის არის, რომ უამრავი პრობლემა დაგროვდა წლების განმავლობაში და ამაზე ქევხიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება", - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.

რაც შეეხება 10 მაისს დაგეგმილ ყრილობას, ჭრიკიშვილის თქმით, ქევხიშვილმა იქამდე უნდა დატოვოს თანამდებობა და ყრილობა ამ ეტაპზე არ უნდა ჩატარდეს.

ქართველი ძიუდოისტები დღეს, 16:00 საათზე კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდებიან. შეხვედრა კულტურის სამინისტროში გაიმართება.

▶ ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული