21:07 07-05-2018
"ნუ გავხდებით მტრების დასაცინი..." - ლევან გორგაძე ქართველ ძიუდოისტებს მიმართავს [VIDEO]
AutoSharing Option
"მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით, რადგან მეც ძიუდოისტი ვიყავი და ძიუდოსა და სპორტის მიმართ სიყვარული თქვენთან ერთად ვისწავლე. პირადად მე ორმა ტელევიზიამ დამირეკა და მთხოვა ქართულ ძიუდოში არსებულ პრობლემებზე მესაუბრა. მე მტყუანისა და მართლის გარჩევას ვერ დავიწყებ, უბრალოდ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოუგვარებელი არაფერია, ყველაფრის მოგვარება შეიძლება და ნუ გავხდებით სხვადასხვა ქვეყნების დასაცინი. დამიჯერეთ, ყველას გაუხარდება ქართული ძიუდოს დასუსტება და გუნდის დაშლა, რადგან დღესდღეობით ჩვენი გუნდი ერთადერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და არა მარტო. ჩემი თხოვნა იქნება მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ამდენი წლების ავტორიტეტს ნუ გავაფუჭებთ და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი" - ამბობს გორგაძე ვიდეომიმართვაში, რომელიც მან "ფეისბუქზე" გაავრცელა.
ქართველი ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების თქმით, ფედერაციაში ერთპიროვნული მმართველობა და არაჯანსაღი სიტუაციაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს კულტურისა და სპორტის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრაც გაიმართა.
არსებული ინფორმაციით, სპორტსმენებმა კულტურისა და სპორტის მინისტრთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია, მათ შორის ნეპოტიზმზე და იმ საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა და რომელიც სპორტსმენთა შეფასებით, არაკანონიერია. შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენებმა და მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც აღნიშნეს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. ცნობილია ისიც, რომ სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო.
ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მეამაყები კარგო ქარტველო კაცო
9
0
პირველ რიგში ქართველი კაცი ხარ და უმაგრესი სპორსტმენი!!! ყველაზე მართალი ლევანმა თქვა, მაგრამ ისე გვაქვს გონება და გული დაჭიანებული რომ გამგები ვერ გაიგებს! რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ყველაფერში ასე ვჭამთ ერთმანეთს?!
11
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული