ჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების თითოეული წევრი ერთ აზრზე ვართ და ერთად სამართლიანი ბრძოლისკენ ვართ მომართულნი.

ჩვენს ერთობას ვერ დაარღვევს ვერავინ! მიუხედავად უამრავი მცდელობისა".

ლიპარტელიანის პოსტში, რომლის გამოქვეყნებულ ფოტოსაც ქვემოთ ნათავთ, ზედა ნაწილში ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ.

სურათის ქვედა ნაწილში კი - ის ძიუდოისტები, რომლებმაც ვარჯიში შეწყვიტეს და დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

Sportall.Ge

▶ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე
გაემგზავრნენ

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მკითხველის კომენტარები / 8 /
პაატას და მისთანებს-ს. არ ღირს უაზრო კომენტარზე გამოხმაურება, მაგრამ ერთს ვიტყვი, რეალობას ხარ აცდენილი ჯიგარ. გაუგებარია, რა ჯობდა, ყველაფერი შიგნით მოგვარებულიყო, თუ ეს, რაც ახლა ძიუდოს გარშემო ხდება. ეს არის სრული სიბეცე და სიგიჟე. მე ნაკლებად მაინტერესებს ტყუი-მართალი, მე მაინტერესებს ქართული ძიუდოს მომავალი და არა ქევხიშვილები და ლიპარტელიანები, ეს უკანასკნელნი კი ჩემის აზრით უკვე წარსულია.
leo
10 მაისი 2018 15:58
4
ძიუდო ამ ვაჟკაცებს დავიწყებული არაა აქვთ, პირიქით ისინი იბრძვიან რომ უკეთესი მომავალი ჰქონდეს ძიუდოს საქართველოში, ქევხიშვილი ტიპიური აფერისტია და სამ პოსტს ერთდროულად იკავებს და შენ პაატა და შენისთანები რომლებიც ქევხიშვილის მხარეს ხართ და მისთანების ფულის მონები ხართ და ბელადომანიებით ხართ შეპყრობილი, აქაოდა ქევხიშვილები და მისთანები უნდა მართავდნენ ფედერაციას, საერთოდ არ უნდა ლაპარაკობდნენ ამ ბიჭებზე რომლებიც ნამდვილი ვაჟკაცები არიან და თავიანთი საქმე იციან ასი პროცენტით.
პაატას და მისთანებს
10 მაისი 2018 11:51
0
ლევან ძმაო, შენ ალბათ იცი რაც ხდებოდა ჩვენს ძიუდოში და იმიტომ დაწერე რაც დაწერე! ეს რა გუშინ დაიწყო? სხვა ბიჭები რომ ეკიდა ფეხებზე ეგ როგორ იყო?!ქევხიშვილი წლებია იმას აკეთებდა რაზეც ახტნენ და რატომ??? უი ლიპო არ დააფინანსა?! მე ძიუდოს გულშემატკივარი ვარ და მეტი არაფერი, თქვენ ვინც შიგნით ტრიალებთ თქვენს თავს მოკითხეთ ეს აურზაური, ფულზე ყავს მობმული ქევხოშვილს ყველა და ესენიც ფულზე ახტნენ, ხოდა აწი თქვენ იცით ისპარინგეთ ერმანეთში, საქართველო სადღა გახსოვთ?!
პაატა
10 მაისი 2018 08:58
0
მაგ ქვედა ფოტოზე მარტო თუშოზე მწყდება გული ლიპო შენ დროზე მოგებულიყავი გონს.
dato
09 მაისი 2018 17:35
35
ლიპო ეს უკვე მეტისმეტია წინა დღეებში სხვანაირად ვფიქრობდი ეხლა უკვე ვრწმუნდები რომ ეს დადგმულისპექტაკლია ჯობია წახვიდეთ სიმართლე რო ვთქვა მაგ ქვედა ფოტოდა მხოლოდ თუშის იმედი მქონდა დანარჩენის იმედი არ მქონდა ასე რომ წადით შეგიძლიათ.
ako
09 მაისი 2018 17:32
37
ვარჯიში რატომ შეწყვიტეთ???? ამით საკუთარ თავს რომ მოაკელით ვერ ხვდებით?! უბრალოდ მეტი დრო გამოგიჩნდათ ამ ლაი ლაისთვის! რა მაგალითი მიეცით ახალგაზრდა თაობას თუ ხართ საერთოდ აზრზე??? ქევხიშვილის გადადგომა არ გადადგომის პროცესის გამო იმხელა ჩრდილი და ზიანი მიადგა ჩვენს ძიუდოს რომ კარგა ხანი ვეღარ მოვალთ აზრზე! ძალიან გული მწყდება ბექა და თუშიც რომ ჩაებნენ ამ ამბავში!!! მაგ ფოტოზე მყოფი ბიჭებიდან თქვენ ორზე იყო მთელი იმედები, ლიპო უკვე პოლიტიკოსაა, ხოლო ჭრიკი ჩვენდა საუბედუროდ წარსული (თქვენი დაწყებულია ეს ამბავი)...დანარჩენები ისედაც ვეღარ ჭიდაობენ. ძალიან მინდა ჩემს შეფასებებში ვცდებოდე!!! წარმატებები ჩვენს ძიუდოს!!!
პაატა
09 მაისი 2018 17:17
20
შეგიძლია მშვიდად იყვე,იმიტომ რომ ძალიან მაგრად ცდები.
gio
10 მაისი 2018 02:07
0
ახალგაზრდა თაობას იმის მაგალითი მისცეს, რომ მონურად არ იაზროვნონ და შეცვალონ ის არაჯანსაღი მდგომარეობა რაშიც აღმოჩნდა დღეს ქართული ძიუდო ამ მედროვეების ხელში.
ლევანი
09 მაისი 2018 20:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული