დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
ქევხიშვილის საყურადღებოდ- მეორე მხარეს ძიუდოს ოჯახი კი არ დგას ქართველი გულშემატკივრები ვდგევართ ბატონო ქევხიშვილო და ეს გაითვალისწინე ჯერ ამ ნათქვამში ცდები. მეორე- ყველა იცნობს ამ ბიჭებს და ყველა დარწმუნებულია რომ გაუსაძლისი მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო ხმასაც არავინ არ ამოიღებდა და რაც ყველაზე მთავარია ნუ გაურბიხარ დაჯექი და თუ კაცობა გაქ დაელაპარაკე და მიეცი პასუხები მათაც და ჩვენც. ის რომ ყველაფერი რიგზე არ გაქვს მანდ ფაქტია და ამას შედეგების გვანიშნებენ.
5
ყველა წონაში პირველი ნომერი გამოდის და გეუბნება არასწორი ხარ და წადიო!!! რა არის აქ საეჭვო და გაუგებარი?! ადექი და წადი თუ კაცი ხარ
8

სიახლეები პოპულარული