ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის გადაცემაში აქტუალური თემა მიმდინარეობდა ძიუდოისტების დღევანდელი ბრალდებების განხილვა.

ძიუდოს მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა, ერთ ერთ ბრალდებაზე ისაუბრა. სადაც სპორტსმენები საუბრობდნენ, რომ მწვრთნელებს 10% თავისი ხელფასისა ფედერაციაში მიჰქონდათ.

- სამწუხაროა ეს ყველაფერი და მიჭირს ამაზე საუბარი. მერიცხებოდა ხელფასი 700 ლარი და ფედერაციაში უკან მიმქონდა 200 ლარი. ეს თანხა ვითომ მწვრთნელებზე ნაწილდებოდა, მაგრამ სად მიდიოდა არ ვიცი.

ძალიან ცუდი ფაქტია ეს, რომ ძიუდოს ოჯახში ეს ხდება. მარტო მე არ ვარ, არიან სხვა მწვრთნელებიც და მათთანაც მსგავსად ხდება.

ძალიან
ბევრჯერ მქონდა ეს კითხვა სად მიდიოდა ეს თანხა, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ გვცემდა. ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. - განაცხადა ლევან ციგრიაშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
მკითხველის კომენტარები / 34 /
სირცხვილია პროსტა, ჯერ ნაკრების მწვრთნელისთვის ესეთი დაბალი ხელფასი სამარცხვინოა და ზევიდან კიდე დაახლოებით 1/3 რო ართმევ მაგარი უნამუსობაა, თან დიდი წარმატებები გვაქვს ძიუდოში, მოკლედ მარაზმი ხდება ამ ქვეყანაში, ცოტაც და ცხოვრება ვაფშე გაუსაძლისი გახდება, სამარცხვინოა!!!!
davita
00:08 11-05-2018
5
უკან მიტანილი ფული?! თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ქევხიშვილის დასაჭერად?
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული