ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა

AutoSharing Option
ყოფილი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"დავრწმუნდი, რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია სპორტის ის სახეობა, რომელიც ნომერ პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!! მადლობა თქვენ, ბიჭებო! სიამაყეებო საქართველოსი!

მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ, მთელი გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე, რომ მივიპყროთ ყურადღება?! დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს
გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცების ინტერესს გადაჰყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები", - წერს ზვიადაური.

▶ ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ზვიადაური თუ პრეზიდენტი გახდება, მე ძიუდოდან წავალ
მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენ რომ გიყურებთ ვამაყობ რომ ქართველი ვარ! ქევხიშვილი წადი ან წაგიღებთ.
lado
16:31 14-05-2018
15
ჩვენს ლომებს უფლის წყალობა და გამარჯვება. ბიჭებო არავის მიუტოვებიხართ!!! უბრალოთ გვითხარით როდის მოვიდეთ და დაგიდგეთ გვერდზე. და მთელი საქართველო თქვენს გვერდით ვართ!!!!
გურამი
16:27 14-05-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული