ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ძიუდოისტების მოთხოვნა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის თაობაზე, ძალაშია. როგორც ლიპარტელიანმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე გრძელდება ბოიკოტი და ძიუდოისტები არ ვარჯიშობენ.

"ბოიკოტს ვაგრძელებთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვთ და ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ კომპეტენტური პირები - კომისია იქნება ეს, სპორტის სამინისტრო, სპორტის კომიტეტი თუ სხვა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი ორ კვირაზე მეტია ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება
ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

▶ მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ბრძოლა სიმართლისთვის გრძელდება - რას წერს ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხელისუფლებას!!!! რატომღაც ხელისუფლება ვერასოდეს ვერ თვლის რისკ ფაქტორებს. ამ ბიჭების გვერდით 1000-ჯერ უფრო მეტი ადამიანი დაგას ვიდრე კლუბური ნარკოტიკების მხარ დამჭერები არიან. მართლა გულით არ მინდა რომ ხელისუფლებას რამე დიკომფორტი შეექმნას, ერთი ატკატშიკი თანაპარტიელის გამო. გთხოვთ ნუ ცდით ქართველი ხალხის ნერვებს ისედაც დაძაბული გვაქვს ყველას ნერვები. დაუდექით ამ ბიჭებს გვერდით. ეს ბიჭები ბევრ სიხარულს მოგიტანენ როგორც თქვენ ესევე ყველა გულანთებულ ქართველებს.
0
ქევხიშვილს, სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტს ვკიდივართ თუ რაშია საქმე? განცხადება მაინც გააკეთონ გავიდა ერთი კვირა, არაფერი გამოიკვეთა?... ატკატები და გამქრალი ფულები არაა საბაბი... ხაბარელმა ,,ვობშემ" ეს ატკატები ქევხიშვილი ნოუჰაუაო და იმედია ეს სარკაზმით თქვა და ამაში დადებითს არაფერს ხედავს
guga
13:19 15-05-2018
0

სიახლეები პოპულარული