სად წავიდა 10 000$? - ნაკრების ძიუდოისტი ქევხიშვილს ბრალდებას უყენებს

AutoSharing Option
ახალგაზრდა მოჭიდავე გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქევხიშვილი და მისი საძმაკაცო თავიანთი კლანური მმართველობით ანგრევენ ქართულ ძიუდოს, სპორტსმენებს უკლავენ მოტივაციას და ამის მიუხედავად, მაინც არ ტოვებს თანამდებობას და მიჯაჭვულია ამირანივით იმ სკამს.

პირადად ჩემი და კიდევ 24 ახალგაზრდა სპორტსმენის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსურ და არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში ქევხიშვილს და მის საძმაკაცოს უამრავი დანაშაული აქვთ. გასულ წელს ის თანხა, რაც ჩვენ ზედაზენის თასზე მოვიგეთ (საპრიზო ფონდი $10 000) დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

- რა მოხდა?
- დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სპორტსმენებმა (გადაღლილებმა)
დავტოვეთ დარბაზი. მეორე დღეს კი, როდესაც ვარჯიშზე მივედით, გამოგვიცხადეს, რომ თურმე დილით ვარჯიში ყოფილა და რადგანაც არ გამოვცხადდით, სასჯელის სახით მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით, თანხას, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა. როდესაც მოვითხოვეთ მთელმა გუნდმა მოგებული კუთვნილი ჯილდო, გამოგვიცხადეს: ვისაც ფული უნდა, აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო.

პ.ს. როდესაც არაგეგმიური ვარჯიში ინიშნება, მწვრთნელი ვალდებულია, ყველა სპორტსმენი გააფრთხილოს.

ამათ კი დაჯილდოების შემდეგ გამოუცხადებიათ დილის ვარჯიშის შესახებ, რაც ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ გავიგეთ (მხოლოდ 2 სპორტსმენი იმყოფებოდა დილით ვარჯიშზე, 1 პირადმა მწვრთნელმა გააფრთხილა და მეორე დილით ექიმთან იყო შემოწმებაზე).

ანუ რა მოხდა...

ჩვენი მოგებული თანხა სასჯელის სახით ჩამოგვართვა ფედერაციამ და ღმერთმა იცის, სად წაიღეს.

მე კი, როგორც გუნდის სახელით მოლაპარაკეს, მოგებულ თანხასთან ერთად იაპონიაში შეკრებაზე წასვლაც ჯარიმის სახით აღარ დამიფინანსეს.

ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც უნდა დატოვოს ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობა.

მე პირადად ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ქართული ძიუდო ქევხიშვილს და მის კლანურ მმართველობას არ შეეწიროს!", - წერს გველესიანი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
თუ გგონიათ, რომ მართლები ხართ, აიყვანეთ ერთი ადოკატი და მიმართეთ სარჩელით სასამართლოს... "ფეისბუკზე" გაკეთებული განცხადებები, "ორღობეში" ჭორიკნობის ტოლფასია...
tngh
22 მაისი 2018 16:21
1
მაგ საპრიზო ფონდის ფული უკვალოდ როგორ დაიკარგებოდა, როცა მედლებიანმა უცხოელმა სპპორტსმენებმა და იმ რამდენიმე ქართველმა, ვინც ვარჯიშზე გამოცხადდა, ჩვეულებრივად მიიღეს ფული. დანარჩენებმა კი, ვისაც არ მისცეს თანხა, შეუძლიათ, ჩოჩელს მოკითხონ. ფულს ჩოჩელი იძლეოდა, ქევხიშვილი კი არა.
trololo
21 მაისი 2018 23:20
4
Am gvelesians ra chemi daglili unda chidaoba ar icis da federacias mainc dayavda turnirebze da ukve protestsac gamotqvavs
Guru
19 მაისი 2018 23:11
5
მკვდარს ასვენებენ გზაზე 3-ჯერ და შეჯიბრის მეორე დღეს დასვენება გიკვირს :)))
გურუ
22 მაისი 2018 12:36
1
ზედაზენიდან გამოითხოვე ინფორმაცია ბაბუ
-
19 მაისი 2018 10:39
5
იმათ ვინც მოჭიდავეებს აკრიტიკებთ: წადით ივარჯიშეთ, რა გალაპარაკებთო! თავში ტვინი გაქვთ?! ბიჭები უსამართლობაზე და კორუფციაზე ლაპარაკობენ და მხარდაჭერის მაგივრად "მორალს" უკითხავთ ასე არ შეიძლებაო! ნამუსი და სამართლიანობის გრძნობა სულ დაკარგეთ?!
გია
19 მაისი 2018 10:25
3
რა პორცია-პორცია იგონებთ ახალ ახალ "ბრალდებებს". დასხედით და ჩაოყალიბდით კიდევ რაზე ედავებით ქევხიშვილს. თუ არ გცემთ არგუმენტირებულ პასუხებს, მაშინ ადექით და უჩივლეთ. თუ თქვენ არ ჩივით ოფიციალურად (როგორ ეკადრე ბიჭებს ჩივილი), თქვენი განცხადების შემდეგ, შესაბამისი სამართებლივი თუ მაკონტროლებელი ორგანო, ისედაც ვალდებულია თქვენი ეს ბრალდება შეისწავლოს და გაარკვიონ სად წავიდა თქვენი "მოგებული" თანხა(ალბათ ბონუსი თუ პრემია რაღაც ტურნირში გამარჯვებისათვის!! მოგებული თანხა....რა -ყომარია!!!)
lado
18 მაისი 2018 17:27
54
შეუშვით ფინანსური პოლიცია ძიუდოს ფედერაციაში ხალხო....
სტატუს ქუო
18 მაისი 2018 17:16
2
ოპაა! დაგერხათ ბიჭებო? სხვები სადა ხართ? დროზე ამოიღეთ ხმა! ალბათ საფლავში ტრიალებს ახლა ის ხალხი, ვინც ძიუდოს სათავეებთან იდგა. ამ ნაძირლებს რომ შეეყლაპათ ბიჭების ფულები, იმისთვის ღვრიდნენ ოფლს? ფუი თქვენს კაცობას თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და ფუი კიდევ თქვენ, ვისაც ეს საქმე გევალებათ და ჩუმადა ხართ?!
mmm
18 მაისი 2018 17:14
1
რამდენს ბედავენ ეს ბავშვები გაგიჟდება კაცი, წადი შვილო ივარჯიშე რაღაცას მიაღწიე, არ ვიცი რა, ახალგაზრდული ნაკრების წევრი რატომ უნდა ერეოდეს ფედერაციის საქმიანობაში, იქ არის ხალხი ვინც უშენოდ გაარკვევს დამნაშავეა თუ არა ქევხიშვილი და თუ საჭიროა პასუხსაც მოთხოვენ.... ამათგან რა შედეგს უნდა ელოდო კაცი ვარჯიშის მაგივრად საქმეებს არჩევენ.
zaza
18 მაისი 2018 17:10
58
როგორ ანერვიულდი და გაგიჟდი, zaza ქევხიშვილის შეჭმულ ფულებზე. რა, რაკი ასაკით პატარაა, ვერ უნდა გაბედოს შენი შიშით, სამართალი და კუთვნილი აღარ უნდა მოითხოვოს. მემგონი შეჭმულის წილში ხარ და ნერვიულობ გულზე არ დაგადგეს.

dato
20 მაისი 2018 19:04
1
სადა აქვს ნამუსი ამ კაცს?.. ზა ტო დიპლომო ჰქონია მუქი წითელი...
Irakli Apkhaidze
18 მაისი 2018 16:52
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული