სად წავიდა 10 000$? - ნაკრების ძიუდოისტი ქევხიშვილს ბრალდებას უყენებს

AutoSharing Option
ახალგაზრდა მოჭიდავე გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ქევხიშვილი და მისი საძმაკაცო თავიანთი კლანური მმართველობით ანგრევენ ქართულ ძიუდოს, სპორტსმენებს უკლავენ მოტივაციას და ამის მიუხედავად, მაინც არ ტოვებს თანამდებობას და მიჯაჭვულია ამირანივით იმ სკამს.

პირადად ჩემი და კიდევ 24 ახალგაზრდა სპორტსმენის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსურ და არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში ქევხიშვილს და მის საძმაკაცოს უამრავი დანაშაული აქვთ. გასულ წელს ის თანხა, რაც ჩვენ ზედაზენის თასზე მოვიგეთ (საპრიზო ფონდი $10 000) დაიკარგა უგზო-უკვლოდ.

- რა მოხდა?
- დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ სპორტსმენებმა (გადაღლილებმა)
დავტოვეთ დარბაზი. მეორე დღეს კი, როდესაც ვარჯიშზე მივედით, გამოგვიცხადეს, რომ თურმე დილით ვარჯიში ყოფილა და რადგანაც არ გამოვცხადდით, სასჯელის სახით მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით, თანხას, რომელიც უკვე ჩვენ გვეკუთვნოდა. როდესაც მოვითხოვეთ მთელმა გუნდმა მოგებული კუთვნილი ჯილდო, გამოგვიცხადეს: ვისაც ფული უნდა, აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო.

პ.ს. როდესაც არაგეგმიური ვარჯიში ინიშნება, მწვრთნელი ვალდებულია, ყველა სპორტსმენი გააფრთხილოს.

ამათ კი დაჯილდოების შემდეგ გამოუცხადებიათ დილის ვარჯიშის შესახებ, რაც ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ გავიგეთ (მხოლოდ 2 სპორტსმენი იმყოფებოდა დილით ვარჯიშზე, 1 პირადმა მწვრთნელმა გააფრთხილა და მეორე დილით ექიმთან იყო შემოწმებაზე).

ანუ რა მოხდა...

ჩვენი მოგებული თანხა სასჯელის სახით ჩამოგვართვა ფედერაციამ და ღმერთმა იცის, სად წაიღეს.

მე კი, როგორც გუნდის სახელით მოლაპარაკეს, მოგებულ თანხასთან ერთად იაპონიაში შეკრებაზე წასვლაც ჯარიმის სახით აღარ დამიფინანსეს.

ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს, რატომაც უნდა დატოვოს ქევხიშვილმა დაკავებული თანამდებობა.

მე პირადად ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ქართული ძიუდო ქევხიშვილს და მის კლანურ მმართველობას არ შეეწიროს!", - წერს გველესიანი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
შეუშვით ფინანსური პოლიცია ძიუდოს ფედერაციაში ხალხო....
სტატუს ქუო
17:16 18-05-2018
2
ოპაა! დაგერხათ ბიჭებო? სხვები სადა ხართ? დროზე ამოიღეთ ხმა! ალბათ საფლავში ტრიალებს ახლა ის ხალხი, ვინც ძიუდოს სათავეებთან იდგა. ამ ნაძირლებს რომ შეეყლაპათ ბიჭების ფულები, იმისთვის ღვრიდნენ ოფლს? ფუი თქვენს კაცობას თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და ფუი კიდევ თქვენ, ვისაც ეს საქმე გევალებათ და ჩუმადა ხართ?!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული