"ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"

AutoSharing Option
მე სპორტსმენებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო პირობებიდან დაწყებული, დამთავრებული სავარჯიშო პირობებით, თუმცა ისინი უარს აცხადებენ და კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ სპორტსმენებს რეალურად სურთ სიტუაციის გამოსწორება, საჭიროა, მის შემოთავაზებებს დათანხმდნენ. ჩოჩელი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებში იკვეთება როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური ინტერესები.

"მე ვთავაზობ, დავსხდეთ ყველა მხარე და მოვაგვაროთ პრობლემა. როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. "ზედაზენი" აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ
თანხების კონტროლს. მე მზად ვარ, ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით.

მე 3-4-ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა, ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან, დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები?" - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ცეზარ ჩოჩელმა.

მისივე თქმით, მასთან მოჭიდავეები პირადი საკითხების მოსაგვარებლად ხშირად მისულან, თუმცა ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი პრობლემების გამო მისთვის არავის მიუმართავს.

"როდესაც მე ვკითხე, ძიუდოში თუ არსებობდა ამგვარი პრობლემები, რატომ არ მოხვედით–მეთქი, მათ მითხრეს, რომ ვერ შემაწუხებდნენ. რა გამოდის, რომ პირადი საქმეებისთვის შეეძლოთ შეწუხება და საერთო საქმისა და ძიუდოსთვის ერიდებოდათ? ზუსტად ის სპორტსმენები, ვინც დღეს გაფიცულები არიან, ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა, როდესაც "ზედაზენი" ფედერაციის სპონსორი გახდა, არ შემოვიდნენ.

მათ უმრავლესობას ცალკე შევხვდი და მათ მითხრეს, თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ისინი პირადად ამ სპონსორობისგან. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ ამ თანხას ძიუდოს განვითარებაში ვდებდით, თუმცა ბუნებრივია, რაღაც ნაწილი მათაც ეკუთვნოდათ", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გაფიცული ძიუდოისტების და მწვრთნელების იმ პრეტენზიასაც უპასუხა, რომელიც შეეხებოდა მიღებული ხელფასების ნაწილის უკან დაბრუნების საკითხს.

ჩოჩელის განმარტებით, სულ არსებობდა მწვრთნელის 4 შტატი, ხოლო მუშაობდა 8 მწვრთნელი და თანხის გაყოფა ხდებოდა დასაქმებულ პირებს შორის. ჩოჩელის განმარტებითვე, იქიდან გამომდინარე, რომ მიღებული ხელფასი მცირე გამოდიოდა, პერიოდულად ხდებოდა 3 000-4 000-ს დამატებით გადარიცხვა მწვრთნელებისათვის.

▶ ლერი ხაბელოვი: ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ძიუდოისტებთან კომუნიკაცია
▶ დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხს რას ეუბნები, ხალხს ატკატებზე და ,,სპორტსმენების" ფულით სამეგობროს პაეზდკებში სიარულზე? თავლი უნდა დახუჭონ და ისევ ქევხიშვილს უყურონ?
boba
17:27 23-05-2018
10
ცეზარ თუ დაფინანსებას აპირებ რამის ისე გააკეთე რო სხვას არ დააყვედრო. და შეეშვი სპორცმენებთან ულტიმატუმების ენით საუბარს. იმედია სხვა ბიზნესმენებიც გამოჩნდებიან რომლებიც დააფინანსებებ სპორტის ამ ქართველებისთვის საყვარელ სახეობას.
zaza
17:43 23-05-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული