დავით ქევხიშვილი: მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ძიუდოისტებს დიალოგისკენ მოუწოდა და კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთა.

გთავაზობთ დავით ქევხიშვილის განცხადებას უცვლელად:

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ მიმართული.

ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად
ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას.

რა თქმა უნდა, რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი.

ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეულ სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

  1. წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი, გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.
  2. წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.
  3. ამით თქვენ გექნებათ საშუალება, თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი, მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
  4. სწორედ თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა, თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.
  5. მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგულირების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელისშეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ.

პატივისცემით,
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის
პრეზიდენტი
დავით ქევხიშვილი
24.05. 2018"

▶ ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"
მკითხველის კომენტარები / 19 /
დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
თამაზი
24 მაისი 2018 11:10
9
არაა ცუდი წინადადებები. სასურველია სპორტსმენები დათანხმდნენ და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლაც სამართლიანი და კანონიერი გზით გაარგძელონ.
გიორგი
24 მაისი 2018 10:58
16
წადი კაცო,წადი! რას ებღაუჭები სკამს.ძიუდოისტბს არ უნდიხართ და აბა ვისი ან რისი პრეზიდენტი ხარ? სკამზე და ფულზე დახარბრბული რომ ხარ,იქედანაც ჩანს,რომ 2 თანამდებობას ითავსებ.რა საკრებულოს თავმჯდომარეობას სხვა ვერ გაწევს? თუ შენც კობიაშვილივით შეუცვლელი ხარ-(ისიც შენსავით 2 სკამზე ზის.)რა უბედურებაა 2 თანამდებობაზე ერთად ყოფნა 21-ე საუკუნეში????
mamulo
24 მაისი 2018 10:57
4
მაინტერესებს რატომ არ იხებს ხმას ნაკრების ექიმი როცა მასაჯისტი არ ყავს? მაგრამ ოხონდ ხელფასი აიხონ და არც აყენებენ ამ საკიტხს,,?
eqimi
24 მაისი 2018 10:31
1
უნდა დატოვოს ნაკრები..ხვტის წყალიბიტ ბევრია პროფესიონალი ექიმები საქარტველოსი
nino
24 მაისი 2018 11:34
2
დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. მანამდე უნდა დაგეტოვებინა თანამდებობა სანამ ესკალაციამდე მივიდოდა საქმე. შეუცვლელი კიდევ არავინ არ არის.
jorj
24 მაისი 2018 10:24
3
დანიშნე დროულად ნაკრების მწვრთნელი. ვისაც სპორტსმენობა უნდა, ივარჯიებს. ვისაც არ უნდა - არც დაძალებას აქვს აზრი.
1
24 მაისი 2018 10:22
21
მეეზოვის კანდიდატიც წარმოადგინონ? ნაკრები გედავება იმაში რომ საერთაშორისო შეკრებებზე არ უშვებ და სხვა...
qomagi
24 მაისი 2018 10:20
4
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და.მათზე პასუხისმგენლონა თუ თანაშემწეებმა აიღეს ქევხიშვილი რისი პრეზიდენტი იქნება აბა?!
ოღონდ არ გადამაყენოთ და ყველაფერი თქვენი იყოსო
ირაკლი
24 მაისი 2018 10:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული