ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
თუ დავით ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის 5-პუნქტიან შეთავაზებას ძიუდოს ნაკრების კაპიტანი და გაფიცული ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

როგორც ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სპორტსმენების მხრიდან "ვინმეს მიყვანაზე" საუბარი ზედმეტია, პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უშუალოდ სპორტსმენებმა.

"ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან
ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან.

ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.

თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.

გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ დავით ქევხიშვილი: მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...

ლიპარტელიანი გამოეხმაურა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებასაც, რომელიც შეეხებოდა სპორტსმენების მომზადების საკითხს მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამ კუთხით ფინანსურ უზრუნველყოფას.

"ცეზარ ჩოჩელი 2 წლის განმავლობაში არის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მე არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ. მართალია, მასთან გვქონდა პირადი საუბრები, თუმცა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის ჩვენი სპონსორი იყო და მხოლოდ ამ ხაზით მუშაობდა. მას სხვა მიმართულება ჰქონდა ფედერაციაში. რაც შეეხება მის შემოთავაზებას - ცეზარ ჩოჩელი რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას და რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებულნი, როდესაც ფედერაციას უშუალოდ თავისი სახსრები გააჩნია? ჩვენ არ გვინდა, ვინმეს პირადი სახსრები გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზაზას ვეთანხმები...ისე ამ უქნარა მთავრობის ხელში მოსალოდნელია ეგ
kaxa
25 მაისი 2018 15:16
0
ჩოჩელი პრეზიდენტად სააკაშვილი ვიცე პრეზიდენტად და ინტერპოლით ძებნილი ზაიზენბახერი მწვრთნელად.დდ ხო კიდე ისა მწვრთნელთა საბჭოს წევრებად კეზერაშვილი ადეიშვილი მერაბიშვილი და ახალაია აა ძმაო მერე ნახეთ თქვენ ოქროსმედლები მიხომ ხო თქვა ერთხელ არ გამაგონოთ მეორე და მესამე ადგილიო.დდ
zaza
24 მაისი 2018 17:55
3
საბოტაჟი რომ მოუწყვეთ მომქმედ და არჩეულ პრეზიდენტს რაც პასუხისმგებლობას მოითხოვს, ამ მიმართულებით რა ხდება? თქვენი პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა დაიწყო? ვითომ ქართულ ოცნებას მიტმასნილმა კრიმინალებმა დაიწყეს თანდათანობით თავის გამომჟღავნება.
მაგული
24 მაისი 2018 15:51
26
eqimi (სახელი ედემური), თუ სასახელო და სახელოვან ძიუდოისტებზე მიდგება საქმე, არც ქევხიშვილია ნაკლებად სასახელო, ვიდრე ეს ბიჭები, რომელთა უმრავლესობას საერთოდ არ მოუგია რაიმე უმაღლესი შეჯიბრი (ევროპა, მსოფლიო, ოლიმპიადა). აქ საქმე სხვა რამეშია. ეს სხვა საქმე კი ტყუან-მართალის გარჩევაშია. არა მგონია რომელიმე მხარე ცამდე მართალი იყოს მის მოთხოვნებში ან საქმის კეთებაში. მე ორივე მხარე მიმაჩნია დამნასავედ, იმის გამო რომ საცვლები გარეთ გამოფინეს, თუმცა აქ მეტი პასუხისმგებლობა უშუალოდ პრეზიდენტს ეკისრება. მიუხედავად ყველაფრისა (ვინაა მართალი და ვინ მაკლებად მტყუანი), მიმაჩნია რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე, ყველაზე კარგი გამოსავალი ქევხიშვილის გადადგომაა.

gugua
24 მაისი 2018 15:36
11
ვისზე იცახი ლიპოზე..გუჯეჯიანზე ტუ რომელ ერტზე?
guguas
27 მაისი 2018 13:56
1
სწორედ ცეზარ ჩოჩელი,წესიერი კაცი უნდა აირჩიოთ პრეზიდენტად,რომელსაც არც ფინანსური ინტერესი არ ექნება და პირიქით უანგაროთ იქით დაუდგება ქართულ ძიუდოს გვერდით.
ჩემი აზრით.........
24 მაისი 2018 14:22
19
ეს ბიჭები არიან ცამდე მართლები და თუ არ ხარ მიკერძოებული ამას ბრმაც დაინახავს! ესე რომ კრიტიკოსებო რომლებიც ფიქრობდით რომ ამ ბიჭებს ფულზე მოჯდომა უნდოდათ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ!! წარმატებები ჩვენს სპორცმენებს!
gurami
24 მაისი 2018 13:32
8
გენაცვალე ლიპო კაციხარ კაცური არა მარტო წარმატებული სპორტსმენი..ქევხისვილი უნდა წავიდეს..მაგრამ მაინტერესებს ნაკრების ექიმი რატომ არ იხებდა ხმას როცა მასაჯისტი არ ყავდა? პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიხოს..რა ფორმიტ ეგ უკვე სხვა საკიტცია წასვლიტ ტუ სხვა სახიტ..წარმატებები ტქვენ სასახელო ქარტველებიხარტ
eqimi
24 მაისი 2018 12:30
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული