ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილისა და ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
თუ დავით ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია, - ასე გამოეხმაურა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის 5-პუნქტიან შეთავაზებას ძიუდოს ნაკრების კაპიტანი და გაფიცული ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

როგორც ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სპორტსმენების მხრიდან "ვინმეს მიყვანაზე" საუბარი ზედმეტია, პრობლემები ძიუდოს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და არა უშუალოდ სპორტსმენებმა.

"ჩვენი მხრიდან ვინმეს მიყვანაზე, ვინმეს დანიშვნასა და სიტუაციის კონტროლზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ ამ გადაწყვეტილებებს, რადგან
ჩვენ ვართ სპორტსმენები. ჩვენ საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ, ვისაც უშუალოდ შეხება გვქონდა დავით ქევხიშვილთან.

ჩვენ დავასახელეთ პრობლემები, კერძოდ, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მწვრთნელების კომპეტენციაში ჩარევა და უამრავი მიმართულებით არასწორი მიდგომა.

თუ ქევხიშვილი კიდევ ვერ ხვდება, რომ ჩვენ საფუძვლიანი პრეტენზიები გვაქვს და ეს თითიდან გამოწოვილი პრეტენზიები არ არის, მაშინ მასთან მუშაობა შეუძლებელია.

გადაწყვეტილება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც სპორტი შეუქმნია და არა სპორტსმენმა ან მის მიერ მიყვანილმა ადამიანმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ დავით ქევხიშვილი: მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...

ლიპარტელიანი გამოეხმაურა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ცეზარ ჩოჩელის შეთავაზებასაც, რომელიც შეეხებოდა სპორტსმენების მომზადების საკითხს მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამ კუთხით ფინანსურ უზრუნველყოფას.

"ცეზარ ჩოჩელი 2 წლის განმავლობაში არის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მე არც ერთხელ არ მინახავს ის ამ პრობლემებზე სასაუბროდ. მართალია, მასთან გვქონდა პირადი საუბრები, თუმცა არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრა. ჩვენ ვიცოდით, რომ ის ჩვენი სპონსორი იყო და მხოლოდ ამ ხაზით მუშაობდა. მას სხვა მიმართულება ჰქონდა ფედერაციაში. რაც შეეხება მის შემოთავაზებას - ცეზარ ჩოჩელი რატომ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას და რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებულნი, როდესაც ფედერაციას უშუალოდ თავისი სახსრები გააჩნია? ჩვენ არ გვინდა, ვინმეს პირადი სახსრები გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბიჭები არიან ცამდე მართლები და თუ არ ხარ მიკერძოებული ამას ბრმაც დაინახავს! ესე რომ კრიტიკოსებო რომლებიც ფიქრობდით რომ ამ ბიჭებს ფულზე მოჯდომა უნდოდათ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ!! წარმატებები ჩვენს სპორცმენებს!
gurami
13:32 24-05-2018
8
გენაცვალე ლიპო კაციხარ კაცური არა მარტო წარმატებული სპორტსმენი..ქევხისვილი უნდა წავიდეს..მაგრამ მაინტერესებს ნაკრების ექიმი რატომ არ იხებდა ხმას როცა მასაჯისტი არ ყავდა? პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიხოს..რა ფორმიტ ეგ უკვე სხვა საკიტცია წასვლიტ ტუ სხვა სახიტ..წარმატებები ტქვენ სასახელო ქარტველებიხარტ
eqimi
12:30 24-05-2018
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული