გაფიცული ძიუდოისტები პარლამენტის წინ დღეს აქციას გამართავენ

AutoSharing Option
გაფიცული ძიუდოისტები დღეს, 27 მაის, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

როგორც ჟურნალისტებს ნაკრების წევრმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა განუცხადა, საპროტესტო აქციაზე შეიკრიბებიან როგორც გაფიცული სპორტსმენები, ასევე მათი მხარდამჭერები.

ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ადამ ოქრუაშვილის თქმით, მათი საპროტესტო ტალღა გაგრძელდება, ვიდრე ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

▶ დავით ქევხიშვილი: მზად ვარ, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, თუ...
▶ ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას
მოითხოვენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული