მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ სტუმრად Palitra News-ში იმყოფებოდა, სადაც მან სპორტსმენთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჭრიკიშვილის სურვილია, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ძიუდოისტს მაინც შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ მოგვისმენს. მე დარწმუნებული ვარ, მან 10%-იც არ იცის არსებული პრობლემების და მხოლოდ ერთი მხარისგან აქვს ინფორმაცია.

ჩემი თხოვა იქნება, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც შეხვდეს და ჩვენი აზრი მოისმინოს, რადგან ჩვენ მართლები ვართ და დღეს ჩვენ ვიჩაგრებით", - განაცხადა ჭრიკიშვილმა.

▶ დავით ქევხიშვილი:
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა

▶ ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი
მკითხველის კომენტარები / 15 /
qomagi-ო. სრულიად ჭეშმარიტებას ბრძანებთ. რა ბიძინა, რის ბიძინა!! ბიძინასთან მისვლას ჯობია, მეამბოხე "სპორცმენები"დიმიტრი ყიფიანთან მივიდნენ და ის უზრუნველყოფს მათ ბიძინასთან შეხვედრას. კარგით რა!! უკვე ზედმეტებში გადადიხართ ყველა ერთად. თქვენი საქმე ისე გაიწელა, მალე აღარავის დააინტერესებს. ცუდი ისაა რომ ძიუდო დამარხეთ სანახევროდ და ამაში ყველა ერთად იქნებით დამნაშავე.
Jotia
17:36 29-05-2018
6
ბარემ პირდაპირ თქვან, ბიძინამ ფული მოგვცესო!!! რას მიედ-მოედებიან... ან რატომ უნდა ჩაერიოს ბიძინა ამათ არეულ საქმეში??? ძიუდოსთან რა კავშირი აქვს...
tngh
17:02 29-05-2018
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული