ზაქარია ქუცნაშვილი: არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე

AutoSharing Option
არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ძიუდოში განვითარებულ მოვლენებს.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ არ ესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე.

“ქართული ჭიდაობა ქართულ დამწერლობასთან ერთად ჩვენი ერის გენიალური ქმნილებაა. ის დიდი ერებიდან გამოგვარჩევს. საამაყოა ის, რომ ქართული ჭიდაობის მრავალსაუკუნოვან სკოლასთან ერთად, არსებობს ძიუდოს ქართული სკოლაც, რომელიც უკვე ორი საუკუნეა, რაც მსოფლიო ძიუდოს სკოლების სამეულში შედის.

დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე იაპონელი ერის ქმნილება ქართველებმა საუკეთესოდ შევითვისეთ.
შევქმენით ჩვენი სტილი, მომზადებისა და გაწვრთნის ჩვენი მეთოდები. ბოლო დროს ყველანი ვხედავთ, რომ ამ დიდ ოჯახში ვნებათაღელვაა. დაპირისპირების სიმწვავე არ ცხრება.

არ მესმის, როგორ შეიძლება სპორტსმენი ან გულშემატკივარი იყო და ამას გულგრილად უცქერდე. პრობლემები თავისით არ გვარდება და არც დროში ქრება. არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე. არ მესმის, მწვრთნელს უცხოეთში ეძებდე და შინ სპორტსმენებს ემიჯნებოდე. არავის აქვს ქართული ძიუდოს დამარცხების უფლება”, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

▶ მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს
▶ ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
და რამე ესმის რო?
თამაზი
00:02 31-05-2018
0
ოღონდაცა რა ზაქარიაა))) შენღა გვაკლდი ეხლა, პოლიტიკა ხომ ააყვავე და ახლა ძიუდოს გადმოწვდა. წადი მეჭიაურს დაეკონტაქტე
გიგი
20:39 29-05-2018
2

სიახლეები პოპულარული