"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

AutoSharing Option
ფოტო: Georgian Judoka-ს "ფეისბუქგვერდი"

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა", - ამის შესახებ "ფეისბუქზე" ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს.

ჯღარკავას თქმით, გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა.

"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა.

გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს, მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის
თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.

ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების მოკვლა.

დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაჭრილია იოსებ წელაური.

Sportall.Ge

"ინტერპერესნიუსის" ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

altზურაბ ზვიადაური ძიუდოისტის დაჭრის ამბავზე: ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა

altშსს ძიუდოისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

alt"ჩვენ საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენ ძმებს!"

მკითხველის კომენტარები / 35 /
თბილი სკამები არ ეთმობათ და უკვე მკვლელობაზეც კი გადავიდნენ, რა ხდება ქვეყნაში პატრონი სადაააააააააააააა
imereli
14:37 01-06-2018
1
ტიპი ისეა განაგლებული რომ პატრულის თანდასწრებით იარაღს ესვრის სპორტსმენებს და ესენი სკამებს დათმობენ თავისი ნებით?
ქევხიშვილი ციხეში(და არა სახლში)!
16:14 01-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული