
Sportall.ge ამ სტატიაში შეეცდება, ის ერთთვიანი ქრონიკა განახოთ, რომელიც ძიუდოს ფედერაციის გარშემო იყო ატეხილი.
4 მაისს ძიუდოისტებმა განცხადება გააკეთეს, რომ ვარჯიშს წყვეტდნენ და არცერთ შეჯიბრში არ მიიღებდნენ მონაწილეობას.
განცხადება ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რომელმაც თქვა:
"დავით ქევხიშვილის მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი, სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და
ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება".
დავით ქევხიშვილი: გადადგომას არ ვფიქრობ... რაში შევუშალე ხელი?
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...
ძიუდოისტების ნაწილი დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს
ვარლამ ლიპარტელიანმა კი თქვა, რომ მათ ერთობას ვერავინ დააღწევდა თავს და ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ.
ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ
ჩვენს ერთობას ვერავინ დაარღვევს! - ვარლამ ლიპარტელიანის ემოციური პოსტი
ყრილობიდან გამოსულმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ დავით ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებასა და გადადგომას ელოდა, თუმცა ქევხიშვილმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ლიპარტელიანს მოუწოდა, მოქცეულიყო ისე, როგორც ნამდვილ კაპიტანს შეეფერებოდა.
კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ძიუდოისტები ყრილობაზე შეუშვეს [VIDEO]
დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება
მისი თქმით, 700 ლარიდან, რომელიც ხელფასის სახით ერიცხებოდა, 200 ლარი უკან, ფედერაციაში მიჰქონდა.
შეკრებაზე გაემგზავრნენ ასევე ღვინიაშვილი, ნაგლიაშვილი და კირაკოზაშვილი, თუმცა ისინიც ისევე ამ აზრის გამზიარებლებად დარჩნენ.
ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა
ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება
ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
გაფიცულმა ძიუდოისტებმა 27 მაისს პარლამენტის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს, დავით ქევხიშვილმა კი ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო.
დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია
"გადავარჩინოთ ქართული ძიუდო!" - დღეს ძიუდოს ფედერაციასთან აქცია გაიმართება
ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
ამის შემდეგ კი მოხდა ყველაზე ცუდი ფაქტი, რომელიც ამ ერთთვიან ისტორიას უკავშირდება.
"ფეისბუქზე" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ დაწერა, რომ დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში სისხლისღვრაში გადაიზარდა.
"გუშინ, გვიან ღამით, გაფიცულ ძიუდოისტებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, დაკავებულია 4 პირი, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს ძიუდოისტებს. მათ შორისაა ჭაბუკთა მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერი - ლომერ ჟორჟოლიანი.
თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან, პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით, ქალაქის ცენტრალურ უბანში.
ამავე თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ქუჩაში გამოსულია ათასობით ადამიანი ლოზუნგით #ნუმომკლავ! სწორედ ამ დროს, მწვრთნელმა სცადა სპორტსმენების დახოცვა.
დროა, დასრულდეს ეს განუკითხაობა, სასწრაფოდ გამოიძიონ ჩადენილი დანაშაული და ამ ფაქტს მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან", - წერს ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი
"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი
ბოიკოტი დასრულებულია, სავარძელი - თავისუფალი. ახლა საინტერესოა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი პრეზიდენტი. ჩვენ კი ჩვენი ძიუდოისტებისგან კვლავ მედლებსა და დიდ წარმატებებს ველით.
ძალიან ცუდია, რომ ასეთ უაზრო სიტუაციაში მოუწია გადადგომა, უკვე კომიისაგან სრულად გამართლებულს. სპორტსმენები ალბათ გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ, ჩემი აზრით, შეიძლება, ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.....იმედია, კუდიანებზე ნადირობა არ დაიწყება ქევხიშვილის მომხრეების წინააღმდეგ და ის უცხოელი მწვრთნელიც დაიწყებს მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გველის. თუმცა, ამ მდგომარეობითაც, ტოკიოს ოლიმპიადაზე რიოს შედეგის გამეორებაც გაჭირდება.