როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა ხაბარელმა განუცხადა სიტუაციის განსამუხტად საჭიროა პროცესებში ჩაერთოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
„ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება მიჭირს. ეს არის სიმართლის თქმის სანაცვლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
ამჟამად ვინც აღმასკომის წევრები არიან, შეგვიძლია მათ ვუწოდოთ კოლექტიური ქევხიშვილი. პროცესები სწორედ ამის გამო მიმდინ
რაც შეეხება ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხს, ხაბარელი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ პრეზიდენტის შერჩევა არ მოხდება იმავე გუნდიდან, რომელსაც დავით ქევხიშვილი წარმოადგენდა.
„არსებობს უამრავი ბერკეტი, მათ შორის ის, რომ სამინისტრომ დაიჭიროს სწორი პოზიცია. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და ვნახავთ თუ რა პოზიციას დაიჭერს“, - განაცხადა შორთა ხაბარელმა.
როგორც sportall.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის აღმასკომის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებენ.
შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების და ნაკრების წევრთა ნაწილის გაფიცვის გამო, ღიად დაუპირისპირდა ფედერაციის ამჟამად უკვე ყოფილ თავმჯდომარეს დავით ქევხიშვილს. შოთა ხაბარელი ამბობდა ძიუდოისტების პროტესტი საფუძვლიანი იყო და რომ დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო.
დავით ქევხიშვილმა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.
interpressnews.ge