გიორგი პაპუნაშვილი ევროპის თასზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი პაპუნაშვილმა (-90 კგ) გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიგო.

მან ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა, ფინალი კი აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევთან წააგო. არადა, შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ვაზარით იგებდა.

81 წონით კატეგორიაში სცადა ძალები ლაშა შავდათუაშვილმა, მაგრამ ორი გამარჯვების შემდეგ გერმანელ ტიმო კაველიუსთან დამარცხდა და რეპეშაჟში აღარ იჭიდავა.

შეგახსენებთ, ტურნირზე თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

altთორნიკე ნაგლიაშვილმა ევროპის თასი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული