ნუგზარ ტატალაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით იასპარეზებს

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი პირველი სექტემბრიდან არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით იასპარეზებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა judoinside.com-მა გაავრცელა.

IJF-მ (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) ტატალაშვილის სხვა ქვეყანაში ე.წ. ტრანსფერის ფაქტი დაადასტურა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ტატალაშვილი ბაქოში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ საემიროების სახელით გამოვა.

ამჟამად ქართველ ძიუდოისტს ფეხის ტრავმა აქვს და სარეაბილიტაციო პროცესს გადის. გამომდინარე აქედან, ის არ იღებს მონაწილეობას იაპონიაში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე.

გამოცემის ცნობით, ორივე ქვეყნის ფედერაციას შორის ტატალაშვილთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამიტომ IJF სპორტსმენის გადასვლას არ შეეწინააღმდეგა. ტატალაშვილს ასევე საემიროების სახელით ოლიმპიურ
თამაშებზე გამოსვლის უფლებაც ექნება.

როგორც გამოცემა წერს, საემიროებმა სხვა ძლიერი ძიუდოისტებიც დაიმატეს.

შეგახსენებთ, რომ ტატალაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მფლობელია. ასევე, საქართველოს ნაკრებთან ერთად 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონია გუნდურ ჩათვლაში.

28 წლის ტატალაშვილი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებში არ იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პატრიოტა
13

სიახლეები პოპულარული