ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მსოფლიო გრან პრის მორიგი ტურნირი დაიწყო.

გათამაშების პირველ დღეს 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ.

66-ში თორნიკე ნაგლიაშვილმა ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით სძლია, ხოლო შემდეგ ირლანდიელ ნათან ბერნს შეხვდა და წამებში იპონით დაამარცხა.

ნაგლიაშვილის შემდეგი მეტოქე იაპონელი ჰიფუმი აბი იქნება.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ლაშა ჩადუნელი (60), რომელიც უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და იპონით წააგო.

altზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაგლიაშვილმა იაპონელთან გაფრთხილებებით წააგო,არა და პირველი გაფრთხილება სულ ტყუილად მიიღო,ტატამიდან გასვლისათვის.აბეს ერთი გაფრთხილება ჰქონდა,თორნიკეს ორი,იაპონელმა მაჯები ჩაუკეტა და რამდენიმე ხანი ასე გაჩერდნენ.მსაჯმა ორივე გააფრთხილა და გამარჯვებაც იაპონელს დარჩა,ჩადუნელი კი თითქოს მცირე უპირატესობას ფლობდა,მეტოქეს ორი გაფრთხილება ჰქონდა ერთის წინააღმდეგ,მაგრამ ბოლო წამებზე მაჯები მისცა და ერთი წამით ადრე სუფთაზე დააგდეს.მანამდეც არ ფრთხილობდა,მეტოქე წელში 5-6 შეუშვა და მან ვერ გამოიყენა შანსი,თუმცა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა.მომდევნო წრეში ამ უკრაინელმა შუკვანსაც აჯობა.
სოსო
14:51 27-07-2018
0

სიახლეები პოპულარული