ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი იაპონელ აბისთან დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მსოფლიო გრან პრის მორიგი ტურნირი დაიწყო.

გათამაშების პირველ დღეს 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ.

სამწუხაროდ, პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ვერ მოიპოვეს.

66-ში თორნიკე ნაგლიაშვილმა ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით სძლია, ხოლო შემდეგ ირლანდიელ ნათან ბერნს შეხვდა და წამებში იპონით დაამარცხა.

მესამე შეხვედრაში კი ნაგლიაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბისთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ლაშა ჩადუნელი (60), რომელიც უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და იპონით წააგო.

28 ივლისს 73 და
81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ. სამწუხაროდ, 73-ში მონაწილე არ გვყავს, ხოლო 81-ში კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იჭიდავებენ.

altზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას მისტირიხართ მსაჯის შეცდომებს ყველა, თუ ძლიერი ხარ, იპონზე უნდა დადო ყველა მსაჯიან-კომისარიანად.
1
წინასწარ ვიცოდი რომ მაგ მსაჯს დაგვინიშნავდენ
laguna
15:16 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული