პირველ საშეჯიბრო დღეს, საერთო ჯამში, სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა.
60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უნგრელ ანრას ვიდას მოუგო, ხოლო შემდეგ ხოაკინ გომისს სძლია.
სამწუხაროდ, მესამე შეხვედრაში პაპინაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.
პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარ განბატს შეხვდება.
მეორე ძიუდოისტმა ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანმა კი პირველ ორ შეხვედრაში ჯერ უნგრელ დანიელ მონორის, შემდეგ კი ბულგარელ
ჩხვიმიანი რეპეშაჟში აშშ-ის წარმომადგენელ ადონის დიაზს დაუპირისპირდება.
66 კგ წონით კატეგორიაში თორნიკე ნაგლიაშვილმა პირველ შეხვედრაში ნეპალელ ინდრა ბაჰადურშრესტას მოუგო, მერე კი პორტუგალიელ სერჟიუ ოლენიკს სძლია. მესამე შეხვედრაში ნაგლიაშვილი უკრაინელ ბოგდან იადოვთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.