ბუდაპეშტის გრან პრი: ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი იპონით მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, უნგრეთში ბუდაპეშტის გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ორმა ქართველმა, ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა იბრძოლა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველ შეხვედრაში უნგრელ ანრას ვიდას მოუგო, ხოლო შემდეგ ხოაკინ გომისს სძლია.

სამწუხაროდ, მესამე შეხვედრა პაპინაშვილმა რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან მტკივნეული ილეთით წააგო.

პაპინაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მონღოლ ბოლდბაატარს მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს იპონით სძლია.

ამავე წონაში ჩხვიმიანმა კი
პირველ ორ შეხვედრაში ჯერ უნგრელ დანიელ მონორის, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს
მოუგო, თუმცა მესამე დაპირისპირებაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ჩხვიმიანი რეპეშაჟში აშშ-ის წარმომადგენელ ადონის დიაზს დაუპირისპირდა და მალევე მოუგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჩხვიმიანი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამირან გილოცავ და ახლო მომოვალში მსოფლიოს ჩემპიონობა მოგველოცოს!!!! და კიდევ ორივე ძმისგან ამირანისგანაც და ჯაბასგანაც ოგუზოვზე სამაგიეროს გადახდას ველოდებით!!!!
lelo
21:04 10-08-2018
0
გილოცავ პაპინ,მსოფლიოზეც გაგვახარა ჯიგარო!
ილო
08:09 11-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული