ბუდაპეშტის გრან პრი: დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ვარლამ ლიპარტელიანი პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო საჭიდაო დღეს ასპარეზობაში 6 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო.

90კგ წონით კატეგორიაში ორი ბრძოლა მოიგო და 1/8-ფინალშია გასული უშანგი მარგიანი, რომელიც იესპერ სმინკს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში1/4-ფინალში გავიდა გიორგი პაპუნაშვილიც, რომლის მეტოქეც ჩეხი დევიდ კლემერტი იქნება.

სამწუხაროდ, დიდი კონფლიქტის შემდეგ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელსაც შვეიცარიელმა პატრიკ მიოსერმა აჯობა.

100კგ წონით კატეგორიაში იაპონელ აარონ ვულფთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა ონისე სანებლიძე.

რაც შეეხება მძიმე წონას, პირველივე შეხვედრა წააგო ლევან მატიაშვილმა, ვისაც სერბმა ზარკო კულუმმა აჯობა.

ადამ ოქრუაშვილი კი
1/4-ფინალში ჰოლანდიელ როი მაიერს დაეჭიდება.

altბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე: წარუმატებლობა ორ წონით კატეგორიაში

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე დაბალი დნოის ძიუდოისტთან მის წაგებას ნაგდად არ ველოდი, თითქოს ჩქარობდა გდების გაკეთებას როცა უბრალოდ შეეძლო ორ შიდოს იგებდა და ჩავლებიდან მოეხსნა მშვიდად და გასულიყო მეორე ეტაპზე. არადა აქვს პოტენციალი მეტი შედეგი გაეკეთებინა, სუსტ ბადეში მოხვდა მინიმუმ ფინალი უნდა ეჭიდავა. იმედია გამოადგება მსოფლიოზე ეგ გამოცდილება და მეტად გამართული ტაქტიკით იჭიდავებს.
0
აი რა იცის პოლიტიკაში ჩაძრომამ და პოლიტიკანობამ! შედეგად, ლიპარტელიანმა "მოჭამა" თავისი დრო ნაკრებში. სასწრაფოდ ახალი სისხლია საჭირო
სიმართლე
11:41 13-08-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული