ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
რამდენი უმადური და უსისხლო უსინდისო და უტვინო(!) ბნელი ღორჯო “ღრუზინი” პრიმიტივია საქართველოში, აი ვის უნდა სახრე და თანაც ძალიან მალე!!! ჭრიკოს არ იმსახურებთ თქვენ, რაც მას აქამდე გაუკეთებია და გაუბლატავებიხართ როგორც ქართველი არაფერს არ იმსახურებთ თქვენ და საერთოდ არავის და არაფერს. ისე შეილება სულაც ერთი კაცი წერდეს მაგ დეგენერატულ კომენტარებს მაგრამ მაინც ბევრნი და ზედმეტი ხართ საქართველოსთვის.
Givi
16 აგვისტო 2018 07:42
21
ეტყობა მთლად დალაგებულად ვერ ხარ გივი; ძიუდოისტი ჭრიკიშვილის საწინააღმდეგო არავის აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მთლად კარგად ვერ იქცევა - რატომ ბექას აწვება და ორივეს /მარგიანი/ არა? ბექა მესამეა რეიტინგში, თვითონ 50-ეც არა; ამაზე რატომ არაფერს ამბობს, ეს რეიტინგი ხომ ერთი ტურნირით არ მოსულა და თუ მნიშვნელობა არა აქვს, ტყუილა აკეთებენ? ან შენ რითი გვაშინებ, რაზე მიგვანიშნებ ჭრიკიშვილიც არაბეთში წავა? აზრზე მოდი შენისთანა ურა პატრიოტები აფუჭებენ ყველგან საქმეს და ალალ ბიჭებს თავგზას ურევენ
სუმიო ენდო
17 აგვისტო 2018 05:24
0
თევზი თვიდან ყარს! აი მაქედან უნდა დაიჭყოს ყველაფერი. როგორი მთავრობაც გვყავს ისეთივე პედერაციაც. არ შეიძლება ვინმეს ნაცნობ მეგობრობით დანიშვნა არც ერთ თანანმდბობაზე. სანამ საქართველოში ამას არ ისწავლიან მანამდე იქნება აურზაური სალხინეთში, თავის ნამთვრალევზე ჩხუბ აყალ მაყალით და ერთმანეთის უპატივისმცემლობით. მაგალითად რა სამინისტრო კაცი იყო ან სამერო კახა კალაძე, ან კიდევ წინა მერი და ბევრი კიდევ. ფეხბურთს ხომ ამდენი ხანია კარგად მიხედეს და ეხლა ეგ არ ეყოთ და ძიუდო დაიყვანეს ფეხბურთის დონეზე და ბოლო ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე შეიძლება ხელბურთIს დონეზე. რატომ არ ვიღებთ ხორვატების მაგალითს? რას მიღწიეს მსოფლიოზე და როგორი თავდადებით ითამაშეს? ალბათ მათ თვიანთი ქვეყანა ჩვენზე მეტად უყვართ და ეამაყებათ. სადღეგრძელობით ცხოვრობთ კიდევ და ცრურწმენით. ქვეყანას მიხედეთ, მცოდნე და დამსახურებული ხალხი წინ წაწიეთ და ნაცნობ მეგობრობა კვალიფიკაციას არ მატებს არამედ ღუპავს ყველაფერს, ნეპოტიზმი დაფარისვევლობა მოიშორეთ. გამოფხიზლდი საქართველოვ თორემ შეგვჭამეს გაბურდღნულ/თავდაბურულმა შავოსნებმა... მუეძინი არ უნდა ჰყიოდეს საქართველოში, ეს საქარღთველოს სისუსტის გამო ხდება და ერი ერთად უნდა დადგეს ყველა დარგში რომ გაძლიერდეს. შადაც არ უნდა გადაგკარგოს ცხოვრებამ და სამუშაომ მაინც გული იწვის განსაკუთღებით შორიდან რომ უყურებ ასეთ ვითარებას და შემდგომ დიდი ხნის უნახავი სამშობლოსი რომ ჩახვალ და მთაწმინდაზე ასასვლელად ბაშიაჩუკივით უნდა ებრძილო ფუნიკულიორის რიგში ჩამდგარ გონება დაბურულთ გაბურდღნულ შეითანებს თავისი შავჩადროსან მეუღლით და 6 ბავშვით ურიგოდ გაძრომას რომ. ცდილობენ. ვაი საქართველოვ რა დღეში ხარ და ვის ხელში.. რა დროს ძიუდოზე კინ კლაობაა გადგვთელავენ მალე ამ უსუსური ღმურზლა მთავრობის ხელში და ცრუ ღვთისმსახურთ ხელში. Gამოფხიზლდით ხალხო და მერე სპორთიც კარგი იქნება და შეიძლება აფხაზეთიც და სამაჩაბლოც დავიბრუნოთ. ეს ლამაზი მხარეებიც ხომ დაუდევრობით, სიხარბით, ამპარტავნობით დავკარგეთ. რედაქტორო არ გამოქვეყნება არაქართველობაა და ქვეყნის არ სიყვარული. ქართული ბილწსიტყვაობა თუ არ გერჩივნოს უცხო კრეატულობას მაშ სად არის სიტყვის თავისუფლება და აზრისა? კალაძის ხსენებას თუ დამძრახავ და ქვეყნისა და მთავრობის კრიტიკას მაშინ აფერუმ შენს ვაჟკაცობას...
niko
16 აგვისტო 2018 06:08
8
ძალიან ცუდია აქამდე რომ მივიდა საქმე, ესე საქვეყნოდ კი არ უნდა წყდებოდეს წევრობა, მთავარი მწვრთნელი ვისაც ჩათვლის საჭიროდ და ღირსად მას უნდა იძახებდეს, რა ტაკიმასხარაობაა ეს, კეთილი ინებე და დაემორჩილე საერთო წესებს, ბოლოს და ბოლოს კაცი მე-3 ადგილზეა რეიტინგში, შენ კი 50-შიც ვერ შედიხარ ჯერ, კეთილი ინებე დააგროვე ქულები და თუ თითქმის თანაბრად იქნებით რეიტინგში მერე იყვირე ამდენი. ბექას დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ წონაში, რასაც ავთოზე ჯერ ვერ ვიტყვით, ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი მედალი ერთ-ერთ უსუსტეს ტურნირზე, ფაქტები და სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს
***
16 აგვისტო 2018 02:05
6
რატო უნდა წავიდეს მარგიანი ან ჭრიკიშვილი მიუხედავად იმისა რომ ორივეს ვაფასებ ბევრი სიხარული მოუტანიათ ქვეყნისთვის როცა პირველი ნომრების გამოვლენა იყო ვგულისხმობ ეროვნულ ჩემპიონატს ბექამ გაიმარჯვა ეს ერთი რეიტინგშიც კონკურენტებზე მაღლა დგას და ეხლა ამათ სადღაც შედეგი დადეს არ ნიშნავს რომ პირველები არიან მითუმეტეს ამ ფედერაციის გაფარჩაკების ფონზე ეხლა ჩატარდეს რამე გამოსარკვევი შეხვედრები სულმთლად სუფდად რო ჩატარდეს ვიღაც მაინც უკმაყოფილო დარჩება არაა ავთოს მხრიდან ეხლა ბექაზე თავზე გადახტომა სწორი საქციელი გუნდის შიგნით დაძაბულობა შეაქვს დაფიქრდი მჯერა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო ვაჟკაცობა არა დაგეწუნება და ამბიციების მოთოკვაც ვაჟკაცობაა.
კახა
16 აგვისტო 2018 01:46
5
თუ ძმა ხარ გადაიკითხე რაც დაწერე,სანამ დაპოსტავ ის ჯობია. როგორ უნდა შეფასდეს კომენტარი, რომლის შინაარსის მიხვედრა გონების დაძაბვას ითხოვს. საკვირველი ისაა ლაიკები და დისლაიკები რომ აქვს, რა აზრი გამოიტანეს იმ ხალხმა ვინც შეაფასა გაუგებარია. სასვენ ნიშნებსაც თუ გამოიყენებ მომავალში ურიგო არ იქნება:)
emigranti
16 აგვისტო 2018 13:46
0
ეხლა ამაზე დაიწყეთ მიტინგები!!! რაღაში ჭირდება ნაკრებს მთავარი მწვრთნელი?! ასეთი პრეცენდენტი ჯერ ძიუდოს არ ახსოვს, რომ სახალხო სამჯავროზე გამოტანილიყო წონის ლიდერის საკითხი! კრივში მოსულა საბრძოლვეად გამოწვევა, მაგრამ ძიუდიში?! დავიჯერო ჩვენს ძიუდოში აღარავინ არის ჭკუის დამრიგებელი? სირცხვილია რაც ხდება. მსოფლიოს ჩემპიონი წერს ვიჩაგრები ხალხო და დამეხმარეთო.ნუთუ ვეღარ ხვდებით მტრების დასაცუნად რომ გაიხადეთ თავები და ქართული ძიუდო?!
მიტინგი!!!
16 აგვისტო 2018 01:21
2
უკვე თავში გაქვთ ავარდნილი
vaso
16 აგვისტო 2018 01:04
4
ჩემი აზრით,ამ კინკლაობას ჭრიკიშვილს ურჩევნია ფორმაში ჩადგეს და მომავალი ტურნირებისთვის მოემზადოს. დავეჭიდებით და ვინც მოიგებს, ის წავიდეს - რა მიდგომაა? იმის მაგივრად, ბოლო მოვლენები დაივიწყონ და საქმეს მიხედონ, კიდე უფრო ამძაფრებენ სიტუაციას.
: )))))))
16 აგვისტო 2018 13:49
1
ვინც ძიუდოს თვალს ადევნებს ალბათ დამეთანხმება რომ 81-ში კონკურენცია მალე არა ნაკლები იქნება ვიდრე 90-ში იქ ნამდვილი ლომის ბოკვერები მოდიან ტატო გრიგალაშვილი კობა მჭედლიშვილი თამაზ კირაკოზაშვილი გიგო გიგაური ლუკა მაისურაძე ლაშა და მიხეილ ბექაურები ბაყბაყაშვილი. ესე რომ 81-შიც გადმოსვლა არ იქნება იოლი ჩირიკასთვის. ვფიქრობ სპარინგი უნდა ჩატარდეს 90-ში არა მარტო ავთოსა და ბექას შორის არამედ უშანგის ბაქას და ავთოს შორის!
gurami
15 აგვისტო 2018 23:34
2
ჭრიკიშვილი მართალია. ვინც უფრო ძლიერია ის წავიდეს.
ჯ.ჩ.
15 აგვისტო 2018 21:28
15
ამათ უნდა მაგარი სისტოგე და რეჟიმში ჩაგდება მერე ამდენს აღარ იმარჩიელებენ.
soso
15 აგვისტო 2018 21:11
6
მაგის ლოგიკით---მაგის ძმაკაც ლიპოს არც ევროპაზე გაუკეთებია რაიმე და ეხლაც პირველივე ტურში გამოვარდა,ხოდა 100 კილოში სხვაა წასაყვანი და არა ლიპო ხოო??
ცუდია როცა ტვინში უჭირს კაცს და კაციშვილი არაა მთქმელი
მახო
15 აგვისტო 2018 20:43
13
ბექა და ავთო საქართველოზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და შედეგიც ვნახეთ. რატომ თავის დროზე არ ითხოვდა ავთო მსგავს შეხვედრებს როცა ბექას მიმართ იყო ფედერაციიდან უსამართლობა და 100 კილო აჭიდავეს ოლიმპიადაზე. მოეთხოვა ლიპოს და ბექას შეხვედრა მაშინ. ისე ლიპოს ას კილოგრამში საქართველოც არ აქვს ნაჭიდავები და მოდი დაეჭიდოს ყველას ვინც ასში ნაკრების წევრია
გიორგი
16 აგვისტო 2018 17:26
0
დიახ, არც ლიპო უნდა წავიდეს თუ უფრო წარმატებული კონკურენტი ყავს!
aburjga
15 აგვისტო 2018 23:31
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული