ევროპის ღია თასი. ზებედა რეხვიაშვილის ოქრო მინსკიდან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა 7-კაციანმა ნაკრებმა ერთი მედალი, ისიც ოქროსი მოიპოვა მინსკში ჩატარებულ "ევროპის ღია თასზე" - ტურნირის გამარჯვებული ზებედა რეხვიაშვილი გახდა 81 კილოგრამში. ქალებში ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა მარიამ ჯანაშვილს (52) - მეხუთე ადგილი.
რეხვიაშვილმა მინსკში ყველა შეხვედრა დამაჯერებლად, სუფთად მოიგო.

ქვეჯგუფში თავიდან გაფრთხილებებით მოახსნევინა ესტონელი ასლანბეკ მაგომედკარიმოვი, რუს დიმიტრი იარცევს ორი გდება გაუკეთა, რომელთაგან მეორეც პირდაპირ იპონი იყო, მეოთხედფინალში კი სომეხი დავიდ სარგსიანი დააგდო ბეჭებზე. ნახევარფინალში რუსების სახელით მოჭიდავე ქართველს - ირაკლი ბარამიას გაუმკლავდა ამგვარად, ხოლო ფინალში კანადელი ეტიენ ბრაიანდი
დააიპონა.

მედლის მოპოვება შეეძლო მძიმეწონოსან ლევან მატიაშვილსაც, მაგრამ ის საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დარჩა. ქვეჯგუფის ლიდერად განთესილმა მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - რუსი ალექსეი კაზაჩკოვი ვაზარით დაამარცხა, მერე კი ჯერ მეოთხედფინალში დამარცხდა უკრაინელ ანდრეი კოლესნიკთან, ხოლო სანუგეშოში პირველი პაექრობა დათმო მეორე უკრაინელთან და მომავალ მესამე პრიზიორთან, სტანისლავ ბონდარენკოსთან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ორი პაექრობა მოიგო კობა მჭედლიშვილმა, ხოლო თითოში იმარჯვეს გიგა გიგაურმა (ორივე - 81) და ლაშა ტაველურმა (100). მჭედლიშვილმა ჯერ გაფრთხილებებით მოახსნევინა მასპინძელი არტსემ შასტაპალაუ, შემდეგ კი ვაზარით დაამარცხა უკრაინელი ბოჰდან ზუსკო, რასაც რუს გაგიკ ზაკარიანთან წაგება მიაყოლა და გავარდა. გიგაურმა მინსკში მხოლოდ ქართველებთან იჭიდავა: ჯერ უკრაინის სახელით მოჭიდავე ელდარ ფანგანთან იმარჯვა სუფთად, მაგრამ მერე ასევე წმინდად წააგო რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით გაბაიძესთან.

ტაველური ვაზარით გაუსწორდა ჰოლანდიელ სიმეონ კატარინა, მაგრამ დამარცხდა ბელარუს ბოგდან ვოიციკთან.

ტატო გრიგალაშვილი (81) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს ანვარ ოსმანოვთან, თუმცა თავიდან ვაზარით კი უგებდა.
ქალებში ერთი მონაწიოლე გვყავდა - მარიამ ჯანაშვილი 52 კილოგრამში. მან პირველი შეხვედრა (რომელიც მეორე წრეში ჩაატარა, რადგან თავიდან ისვენებდა) იპონით მოიგო რუს ილზირა კოსიაევასთან და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელარუს ქსენია დანილოვიჩთან წააგო. სამწუხაროდ, ჩვენებური ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დამარცხდა რუს ოლგა გაგარინასთან და უმედლოდ დარჩა.

lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვიმრავლოს!დაპირისპირებას და ქაოსს ისევ ერთად დგომა სჯობს.
გიოშა
09:40 20-08-2018
2
ყოჩაღ ზებედა, ნავსი გატყდა, იქნებ 81-შიც გაგვიჩნდეს პრეტენზია მსოფლიო მასშტაბით.
ჯ ი ჯ ი
07:21 20-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული