დიდი ფინალი შედგება - ცოტა ხანში ერთმანეთს ღვინიაშვილი და ჭრიკიშვილი დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
დღეს, 2 სექტემბერს ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი (- 90) სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასზე" ფინალში დაუპირისპირდებიან.

ფინალურ ეტაპზე მოსალოდნელი ქართული წყვილი შედგა, წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული დაპირისპირება 17:00-ის შემდეგ გაიმართება.

ბექა ღვინიაშვილმა ნახევარფინალში კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი იპონით დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელსაც დამატებით დროში იპონით სძლია.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად
ერთმანეთის კონკურენტად განიხილება და დიდი ალბათობით დღეს მათ დაპირისპირებაში გადაწყდება მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელის ვინაობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ერთ-ერთი შეცვლის. ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

ფინალური ეტაპის ტრანსლაციის ხილვა sportall.ge-ზე შეგეძლებათ.


მკითხველის კომენტარები / 7 /
ბექამ მარტო იმიტომ უნდა გაიმარჯვოს, რომ ასეთი აგრესია მოუწყო ჭრიკიშვილმა და მისმა ალხან-ჩალხანამ.
ზეინაბი
02 სექტემბერი 2018 17:33
1
ორივე კარგი და საამაყო ბიჭია.იმედია ეს შეხვედრა ორი კარგი ქართველის პაექრობა იქნება.ღირსეულად მიიღებენ როგორც გამარჯვებას,ისე დამარცხებას.
546
02 სექტემბერი 2018 17:13
0
აქვე იქნებაLIVE გვერდი
kosta
02 სექტემბერი 2018 16:45
0
მადლობა
Zurikela
02 სექტემბერი 2018 16:48
0
ძალიან ცუდია რომ ამ ორიდან ერთერთი უნდა წავიდეს. მე დარწმუნებული ვარ 9 ძიუდოისტში ღვინიაშვილის და ჭრიკიშვილის ადგილი მოიძებნება, მაგრამ თუ ასარჩევია მე ჭრიკიშვილი მირჩევნია, ღვინიაშვილი დიდიხანია პერსპექტიულ ძიუდოისტად ითვლეა, გადის წლები და ის კვლავ პერსპექტიულია, ტაისონა ვერ განვითარდა. ჯობია ისეთი წავიდეს ვინც იცის რა არის ჩემპიონობა.
დათო30
02 სექტემბერი 2018 16:59
7
ძალიან გთხოვთ არ დაიზაროთ რომელ არხზე ვუყურო მითხარით.წინასწარ მადლობა
Zurikela
02 სექტემბერი 2018 16:36
0
პირადად მე ორივეთი ამაყი ვარ და რომელიც გაიმარჯვებს ის უნდა წავიდეს. ხუთ შეხვედრას შემთხვევით არავინ იგებს.
ლომთა ჭიდილი
02 სექტემბერი 2018 17:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული