დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ვინც იყო მართალი იმან გაიმარჯვა!!! ასე რომ ბექაზე ზედმეტად ხმა არ გავიგო! გასაგებია?
გივის!
02 სექტემბერი 2018 22:54
0
სამართალმა პური ჭამა
dato
02 სექტემბერი 2018 17:51
6
ფაიზაღ!))
02 სექტემბერი 2018 17:51
2
ბექა არის უძლიერესი და მისი არ წაყვანა მსოფლიოზე იქნება დიდი უსინდისობა და სიბეცე. ვერ გავიგე რას ნიშნავს, მსოფლიოს პრიზიორია და ადგილი დაბევებული აქვს,სად ხდება ასე? სამართლიანი იქნებოდა სამივეს შორის კონკურსი. ბექას დიდი მომავალი აქვს და თუ ხელს შეუწყობენ ბევრჯერ ასახელებს ქვეყანას!
ჯუდო80
02 სექტემბერი 2018 20:27
0
ნუ დაიწყებთ ახლა,სამართალმა პური ჭამა და ასეთებს,ორი ძლიერი მოჭიდავე გვაყს სამწუხაროდ ვერ ხერხდება ორივეს წაყვანა,ვულოცავ ბექას გამარჯვებას,ავთოს კი წარმატებებს წინ ოლიმპიადაა,მსოფლიოც იქნება და ევროპაც,წარმატებები ყველა ჩვენებს
გოჩა
02 სექტემბერი 2018 17:58
13
აქ გაჟღერებული აზრი მომეწონა ავთოს 81-ში დაბრუნების შესახებ.
****
02 სექტემბერი 2018 19:12
0
საწყალი ბიჭი როგორ ყველა ჩაგრავს, აგერ ბექამაც არ დაინდო(((
არ გრცხვენია ბექა? ცოდვა არ არის?
dato
02 სექტემბერი 2018 18:21
11
ძალიან ვიყავი გაორებული ამ ფინალის შემყურე. პრინციპში, ისე მოხდა როგორც უნდა მომხდარიყო, ამ ეტაპზე ბექა უფრო ძლიერია, თუმცა ჭრიკიშვილი მაინც სხვაა, ჯერ მარტო მისი დგომა არის სხვა რამე, წელში გამართული რომ მიდის წინ და მასთან ყველა უკან-უკან იხევს ვინც არ უნდა ედგეს პირისპირ. ჭრიკიშვილი ლეგენდაა, ჭრიკიშვილი მსოფლიო ძიუდოს ნაწილია, ჭრიკიშვილი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დომინანტი ძიუდოისტია. ის ძიუდოს დიდების დარბაზის წევრია და ისეთი ძიუდოისტების გვერდით დაიკავებს ადგილს როგორებიც არიან იამასიტა, ტედი რინერი, რიოკო ტანი და სხვები. ნუ დაივიწყებთ ჰაერში გაფრენილ პიეტრებს, ვალუა ფორტიეებს, ნოფონტოვებს და ა.შ. მასზე ცუდად ნუ ისაუბრებთ, უხერხულია და მან დაიმსახურა რომ ვაპატიოთ ცოლის და მისი სადაქალოს მეტიჩრობები. ეს ჩემი აზრია
fraternity
03 სექტემბერი 2018 14:08
8
ასე სამართლიანად ურთიერთჭიდილში უნდა გადაწყდეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე მონაწილეობა, მაგრამ არა უშუალოდ შეჯიბრების წინ 2 კვირით ადრე. 1-2 თვე მაინც უნდა იყოს ვადა, რომ ძალები აღიდგინონ. ამავე დროს რა ვუყოთ სპორტული ფორმის პიკს, რომელც უშუალოდ შეჯიბრების დღეებში უნდა დადგეს?! ეს კი აღარ ვიცი! ))))
aburjga
02 სექტემბერი 2018 18:12
6
Liparteliani da chrikishvili ns...i nakrebidan da yvela mati kudi! Kaci araa arcerti. Fu! MIDI BEKA, OQRO XAR!
Gagu
02 სექტემბერი 2018 22:43
8
არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.მსოფლიოს ჩემპიონატზე გასაგზავნი სპორტსმენი ურთიერთშერკინებაში გაირკვა.ეს მთელს მსოფლიოში ასე ხდება და გასაკვირი არაფერია.ვაჟკაცურად იჭიდავეს და დღეისათვის უძლიერესი გამოავლინეს.კაცებში სხვაგვარად ვერც მოხდებოდა.ხვალ შეიძლება ავთანდილმა აჯობოს.მთავარია,რომ გვყავს ორი თანაბარი ძალის მოჭიდავე.ბედნიერად ჩავთვლიდი თავს ოლიმპიური თამაშების ფინალში თუ ვიხილავდი ორივეს.ექნება მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს?მგონი არა.ბაქოში კი ვუსურვოთ ბექას გაჩემპიონება!
გიორგი ჯანიკაშვილი
02 სექტემბერი 2018 20:24
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული