დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მე ვერ გავიგე რატომ ააჩოჩეს წინა მწვრთნელის დროს ხელოვნურად ჭრიკიშვილი 90 კგ-ში? მისი ოპტიმალური წონაა 81 კგ! მითუმეტეს, რომ 81 კგ-ში ძლიერი ძიუდოისტები არა გვყავს! ყველაფრის მოგვარება ერთი ხელის მოსმით შეიძლება.
ზაალ
23:40 03-09-2018
4
გამოსავალი მარტივია! ზვიადაური ავირჩიოთ პრეზიდენტად, შემდეგ ის "სთხოვს" ღვინიაშვილს, რომ ჩამოინაცვლოს 81კგ~ში და ყველაფერი მოგვარდება, აბა 100კგ~ში ხომ არ აინაცვლებს იქ "კაპიტანია".
რიგითი
20:03 03-09-2018
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული