დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ძიუდოისტთა "ევროპის ღია თასის" ფინალში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა.

ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა. 

ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ
ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.

მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.

მკითხველის კომენტარები / 50 /
შეხვედრა ვნახეთ ყველამ, გაიმარჯვა ღვინიაშვილმა მარა ფაქტობრივად იჭიდავა ჭრიკიშვილმა, ბექა ისევ მოხრილი, დაცვაში, ქულის შენარჩუნებაზე იყო, ასეთი ჭიდაობით მსოფლიოზე ფონს ვერ გავა, ღმერთმა გადმოხედოს და შედეგი დადოს, მარა ჭრიკიშვილის სტილი და გავლენა სხვაა მსოფლიოს მასშტაბით, უცხოელებთან გაცილებით ძლიერად ჭიდაობს, ამიტომ ორივე უნადა წაეყვანათ და მარგიანი დაეტოვებინათ. კარგი იქნებოდა მარგიანიც დაჭიდებოდა ორივეს, საიტერესო იქნებოდა, მსოფლიოს წინ კარგი მოთელვა გამოუვიდოდა.
ჯ ი ჯ ი
03 სექტემბერი 2018 12:13
34
რას ქვია “ღირსეულმა” გაიმარჯვა, ჭრიკოს ღირსებაში ეჭვი გეპარებათ??? ჭრიკოზე ხმა არ გავიგო ვისაც ნამუსი გაქვთ, მაგარია ბექაც მარა იოლად არ მოუგია ძლივს მოუგო და ჭრიკო მართალი იყო.
Givi
02 სექტემბერი 2018 19:19
63
არ იყო მართალი. აი არანაირად არ იყო მართალი ავთანდილი თავის მოთხოვნაში.
მაგის მონათესავე ფეისბუკის ლომებს რომ თავი დავანებოთ. არაფრით არ იყო მართალი.
და ახლაც ამ საქციელით ძალიან ბევრი გააფუჭა. იმის მაგივრად ბექას მომზადება მსოფლიოსთვის ნორმალურად დაესრულებინა, საჭირო გახადა სწრაფად შეეწყვიტა მომზადება, წონა დაეკლო და სადღაც გადაკარგულში ტურნირზე გამოსულიყო. ახლა რამდენად მომზადებული ჩავა ბაქოში კიდევ ცალკე საკითხია. ფსიქოლოგიურ წნეხზე აღარ ვსაუბრობ.
ბექას ერთადერთი დანაშაული რაც არის არის ის რომ აყვა ამათ და ტურნირზე გამოვიდა
"არაფრის" დასამტკიცებლად.
abdali
03 სექტემბერი 2018 11:50
0
ორივე მაღალი კლასის სპორცმენია ნამდვილად, ეგაა ჭრიკიშვილს უფრო გამარჯვებულის ფსიქოლოგია აქვს და ეგ ბევრს ნიშნავს ძიუდოში, ბექამ ადრე ჩათვალა რომ ყველაფერი მოიგო და ზრდა შეაჩერა რაღაც მომენტში, მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინაა მზად მსოფლიო ჩემპიონობისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ჩვენ ტყუილად ვლაპარაკობთ, მარა სადაა მწვრთნელი და სელექცია მიშვებულია ყველაფერი. ხალიმურზაევი 30 ე იყო ოლიმპიადაზე რეიტინგით ყავდა უფრო ზლიერები რუსებს მაგრამ მწვრთნელმა დაინახა მასში რაღაც რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ წაიყვანა და გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!!! საქმე მცოდნემ უნდა აკეთოოოს..........
იპონი
03 სექტემბერი 2018 14:20
9
საქართველოს ღვინიაშვილიც სჭირდება, და ჭრიკიშვილიც. სამომავლოდ (ჩემის აზრით), ალბათ ღვინიაშვილს 100 კგ-ში მოუწევს გადასვლა, ხოლო ჭრიკიშვილი 90 კგ-ში დარჩება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ოლიმპიადისთვისაც მოხდეს!!!
tngh
03 სექტემბერი 2018 11:13
11
ბექას მოჭიდავისთვის ერთი დიდი ფიზიკური ნაკლი აქვს მოკლე ხელები ამიტომ იძულებულია ყველას ახლოდან ეჭიდავოს ეს კი ყოველთვის დიდი რისკია.ამიტომაც ტოპ მოჭიდავეებთან ყოველთვის უჭირს.მათ ერთმანეთი შესწავლილი აქვთ.რაც შეეხება ავთოს ის ახალი გადასულია უფრო მძიმე წონაში შედეგი უკვე აქვს.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
ამაშია საქმე
03 სექტემბერი 2018 15:47
16
ბექას რატო ჩაუვარდა მომზადება მსოფლიოსთვის საინტერესოა, პირიქით უკეთესად წაადგება, მეტი თავდაჯერებულობა და ფსიქოლოგიური სიმტკიცე მიიღო.ამ სხვატკის დამსახურება იქნება ბექას მოგებული ოქრო ბაქოში.ვისაც არ გიჭიდავიათ, არ იცით რას ითვალისწინებს მომზადება: შეჯიბრს, სხვატხას, სირბილს, ძილს თუ რას, გთხოვთ ნუ აკეთებთ ,,პროფესიონალურ'' კომენტარებს. ბექა მეტად გაიხსნება მსოფლიოსათვის და მოიგებს მსოფლიოს. იაპონელების არ გვეშინია, საშიშია ამ წონაში რუსეთი და აზერბაიჯანი.
ჯ ი ჯ ი
03 სექტემბერი 2018 15:46
8
მე ვერ გავიგე რატომ ააჩოჩეს წინა მწვრთნელის დროს ხელოვნურად ჭრიკიშვილი 90 კგ-ში? მისი ოპტიმალური წონაა 81 კგ! მითუმეტეს, რომ 81 კგ-ში ძლიერი ძიუდოისტები არა გვყავს! ყველაფრის მოგვარება ერთი ხელის მოსმით შეიძლება.
ზაალ
03 სექტემბერი 2018 23:40
4
იმიტომ რომ წონას ვეღარ იკლებდა
dato
06 სექტემბერი 2018 07:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული