17:45 02-09-2018
დაძაბულ ბრძოლაში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ორივე ძიუდოისტი ცდილობდა პოზიციური უპირატესობის მოპოვებას, თუმცა რაღაც მომენტში ბექა ღვინიაშვილმა ავთანდილ ჭრიკიშვილი ილეთზე დაიჭირა, გდება განახორციელა და ერთი ქულით დაწინაურდა. ჭრიკიშვილის მცდელობების მიუხედავად ღვინიაშვილმა თავი კარგად დაიცვა და გამარჯვება მოიპოვა.
ტურნირის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილმა კანადელი მოჰაბ ელ ნაჰასი დაამარცხა. ხოლო ავთანდილ ჭრიკიშვილს საკმაოდ რთული დაპირისპირება გამოუვიდა რუს რომან დონსტოვთან, რომელიც დამატებით დროში იპონით დაამარცხა.
ტურნირს მეოთხედფინალში კანადელ მოჰაბ ელ ნაჰასთან დაპირისპირებაში პაატა ღვინიაშვილი ტურნირს გამოეთიშა და ქართული ნახევარფინალი არ შედგება.
მოგეხსენებათ, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ამ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ერთმანეთის კონკურენტად განიხილებოდა და დიდი ალბათობით ამ გამარჯვებით წამსვლელის ბედი ოფიციალურად გადაწყდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა განაცხადში ამ დროისთვის უშანგი მარგიანი და გიორგი პაპუნაშვილი არიან დარეგისტრირებულები. გიორგი პაპუნაშვილს კი დიდი ალბათობით ბექა ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს, ხოლო უშანგი მარგიანს პლანეტის შარშანდელ პირველობაზე მოპოვებული ბრინჯაოს გამო განაღდებული აქვს ეს უფლება.
მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ორივე უნდა წავიდეს მსოფლიოზე მარგიანი ოქროს ვერსად წვდება და მით უმეტეს მსოფლიოზე.
14
22
Rato unda wavides chrikishvili ver gavige? Margians shedegi aqvs da es kide isterikebs awyobs. Jer kacobaa da mere sporcmenoba
43
4
გამოსავალი მარტივია! ზვიადაური ავირჩიოთ პრეზიდენტად, შემდეგ ის "სთხოვს" ღვინიაშვილს, რომ ჩამოინაცვლოს 81კგ~ში და ყველაფერი მოგვარდება, აბა 100კგ~ში ხომ არ აინაცვლებს იქ "კაპიტანია".
13
10
ეს კომენტარი ჭრიკიშვილი, ზვიადაური და ჭრიკოს სიდედრის შემოქმედებაა. ჭრიკოს სიდედრი მალე მთელი სპორტის საქმეების ხელმძღვანელობას მოითხოვს.
13
2
ეს მთელი კომენტარი ანაცვლება-ცანაცვლებაზე მე მგონი ცინიზმით დაწერილი ხუმრობაა :) არაფერ შუაშია უნდა იყოს, ამ შემთხვევაში მაინც სიდედრი :))))
0
0
თუ შეიძლება მითხრათ ვინაა ავთოს სიდედრი და თუ რას წარმოადგენს?
13
1
პოლიტიკური ნიშნით არჩეული “ღირსება” და “გმირობა” არ ვიცი მე, ღვინიაშვილზე არ მაქვს ლაპარაკი კაი ბიჭია და კაი მოჭიდავეა მარა ვისაც ჭრიკიშვილი დაგავიწყდათ ვინ არის და საკადრის პატივს არ ცემთ უმადური პრიმატები და ზომბები ხართ ყველა ღირსების და ვაჟკაცობის შეგრძნება არა გაქვთ არათუ დაფასება.
13
27
ვულოცავ ბექას და მთლიანად საღად მოაზროვნე ადამიანებს! ძალიან ვაფასებდი ჭრიკიშვილს და მომავალში რაც არუნდა შედეგები დადოს ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. თუ ასანიძესავით გაუზრდის ქვეყანას ძიუდოს ტალახაძეებს კვლავ ტაშს დავუკრავ და კვლავ დავლევ მის სადღეგრძელოს! რაც შეეხება ოლიმპიადის ფინალს - რათქმაუნდა იმის მხარეს ვიქნები ვინც საქართველოს სახელით იქნება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
12
5
დღეს კარგი ბიჭია ღვინიაშვილი მაგრამ მაგასაც ისე უსისხლოდ გადაუსვამთ ხაზს როცა “დაგჭირდებათ” როგორც ლიპოს და ჭრიკოს, აბა ერთი რამე ისეთი თქვას რაც არ მოგეწონოთ და სიმართლე თქვას, ეგრევე დაივიწყებთ ყველაფერს და ახალი “გმირის” ძიებას დაიწყებთ. ეგ ეხლა იწყებს, და ლიპო და ჭრიკო მშვენივრად იცით დიდი ხანია გმირები და ლეგენდები არიან, მთავრები სულ ეგენი იყვნენ. მაგათმა სიმართლისთვის თავი გადადეს, კარიერა სასწორზე გადადეს და ძიუდო გადაარჩინეს. გაიმარჯვეს რაც მთავარია და ეხლა ვიღაცეები ვერ ისვენებენ. ასე რომ ბექას ღვინიაშვილსაც ადრე თუ გვიან იგივე ელის და ასეთი ვითომ “გულშემატკივრობა” არავის არ ჭირდება. პოლიტიკური ნიშნით და სხვა კაპრიზებით არჩეული გმირების ძიებაში საერთოდ ქართველობა და ბევრი რამე გეშლებათ და გავიწყდებათ.
11
33
ღორჯო თევზი არის მგონი, პახოდუ სალანძღავი სიტყვაცაა?))
0
1
ორივე ღირსეული ადამიანია.
11
6
ღირსეული ადამიანი არ მისცემდა ცოლს და სიდედრს უფლებას თავის თანაგუნდელი საჯაროდ ელანძღა. ამიტომაც არის ჭრიკიშვილი სიდედრიჩი, ხოლო ბექამ რომელმაც პასუხი ტატამზე გასცა ღირსეული ადამიანი.
35
3
ჭრიკიშვილმა თქვა უკვე თავისი სიტყვა და დარჩება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე.... ბექას კიდევ მომავალი წინ აქვს და ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს მისი შესაძლებლობები.... ორივე პერსპექტიულია და საუკეთესო.. წარმატებები... ისე ავთო 81-ში რომ გამოდიოდეს უკეთესი იქნება და ეს გაუგებრობაც არ მოხდებოდა.... მაგრამ ეს ამ ბიჭების ბრალი არ არის.... ვინც წყვეტს მათ ბედს ცოტა მეტად უნდა გაანძრიოს ტვინი.... და ყველაფერი დააორგანიზოს ისე რომ ბიჭები ერთმანეთს არ დააპირისპიროს...
10
5
თუ ჭიდაობას უყურეთ ჭრიკიშვილის უკეთესი ნაჭიდავებს სად ხედავთ? ჭრიკიშვილი ვერაფერს მიაღწევს ამ წონაში რადგანაც ეგ მისი წონა არ არის და მის წონაშიც ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ხოლო ორივე ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა. ჭრიკიშვილი თუ შეძლებს ძველ წონაში დაბრუნებას და ფორმის აღდგენას შეიძლება მიაღწიოს წარმატებებს ხოლო 90 კილოში ასეთ დაბალი დონის მასტერსებს თუ მოიგებს ისიც იმ შემთხვევაში თუ მასზე ძლიერს არ გამოიწვევს
10
5
სამწუხაროა რომ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება თუნდაც შიდა იყოს. ფედერაციის არჩევნებია დასანიშნი , ყველაფერი აირია, უზნაძის დროს შეკრული გუნდი ჩანდა და შედეგიც იდებოდა. იაპონელების დამარცხება ხომ საერთოდ ნებისმიერ წონაში სანატრელი გაგვიხდა... რა დრო იყო როცა იაპონიასაც ვჯობდით...
10
1
< წინა1234შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული