სანებლიძემ ფინალში კოსოვოელი შპატ ზეკა დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე გერმანელ დანიელ ზორბს, აზერბაიჯანელ ადილ კარიმლის, ჰოლანდიელი სიმეონ კატარინასა და ფრანგ პოლ დევოსის სძლია.
100-ში ჩვენი მეორე მონაწილე ზაური კენჭაძე პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ დანიელ ეიჩთან დამარცხდა.
სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან ფრანგი ლაურა ფუსეაუ დაამარცხა.
დღეს ფინალში ასევე გელა ზაალიშვილი (+100) იჭიდავებს.