ზაალიშვილმა ფინალში გერმანიის წარმომადგენელი ერიკ ამბრამოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ზაალიშვილმა საქართველოს მესამე ოქროს მედალი მოუტანა.
დღეს ასევე ტურნირის გამარჯვებული ონისე სანებლიძე (100) გახდა. გარდა ამისა სოფიო სომხიშვილმა (+78) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებზე ევროპის ახალგაზრდულ ჩემიონატზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს. გუშინ, 81 კგ. წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა, სადაც
13 სექტემბერს კი ჯაბა პაპინაშვილმა (60) და ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
16 სექტემბერს სოფიაში გუნდური შეჯბრება დაიწყება.