მსოფლიოს ჩემპიონატი: პაპინაშვილმა უხერხული მეტოქე სახტად დატოვა და მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
20 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი წარმატებით ასპარეზობს.

ამირან პაპინაშვილი მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

მეოთხედფინალში პაპინაშვილი ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს შეხვდება.

აქამდე პირველ შეხვედრაში პაპინაშვილმა წრეში მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

რაც შეეხება მეორე
ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პაპინაშვილმა დიდებულად იჭიდავა,ჩხვიმიანი კი ნაგაიამასთან სამ გაფრთხილებას არ იმსახურებდა,მართალია ილეთები ვრტ გააკეთა,მაგრამ მუდმივად წინ მიდიოდა და არ გაჩერებულა,ასე რომ პასიურობის გამო მისი მოხსნა,დიდ უსამართლობად მიმაჩნია.თუმცა ყოველ მისვლაზე,იაპონელი გდებას აკეთებდა და ჩანდა,რომ უფრო ძლიერი იყო,მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში, არც ლუხუმი აღმოჩენილა
სოსო
13:23 20-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული