მსოფლიოს ჩემპიონატი: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა!

AutoSharing Option
20 სექტემბერს ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს ვაზარით სძლია, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

აქამდე ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

პირველ შეხვედრაში კი პაპინაშვილმა მალავის წარმომადგენელი

ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.

რაც შეეხება მეორე ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტატიაში უნდა ეწეროს ფინალების დაწყების დრო...
ალბათ
14:24 20-09-2018
0
ფინალი 99% იქნება ტაკატო -პაპინა
euhh
15:30 20-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული