ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს ვაზარით მოუგო.

შეგახსენებთ, რომ პაპინაშვილმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან წააგო. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ოქროს ქულა მშვიდობაძემ მოიპოვა და ფინალში გავიდა.

პაპინაშვილმა მეოთხედფინალში ბრაზილიელ ერიკ ტაკაბტაკეს ვაზარით სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის შარშადელი ფინალისტი, აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი 20 წამში იპონით დაამარცხა და მეტოქე სახტად დატოვა.

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი

მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

აღსანიშნავია, რომ აქამდე პაპინაშვილს საფაროვთან უარყოფითი ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, თუმცა ახლა უკვე თანაბრად არიან.

პირველ შეხვედრაში კი პაპინაშვილმა მალავის წარმომადგენელი ემანუელ ნდავუ ასევე იპონით დაამარცხა, ხოლო შემდეგ ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით სძლია.

რაც შეეხება მეორე ქართველ ძიუდოისტს, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერ იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან სამი გაფრთხილებით წააგო.

აქამდე ჩხვიმიანმა მეორე წრეში ბულგარელი ვალენტინ ალიპიევი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თითო დღეს თითო წონითი კატეგორიის შეხვედრები იმართება. დღეს ვაჟებში მხოლოდ 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ, ხოლო ქალებში - 48 კგ წონითი კატეგორიის. სამწუხაროდ, საქართველოს ქალებში წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად, 27 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ვერც გუნდურ პირველობაში გამოვა.

21 სექტემბერს ვაჟა მარგველაშვილი (66) გამოვა. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან. ტურნირის ტრანსლაციის ხილვა "SILK უნივერსალზე" შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს კაცი არის "ბრინჯაო" კაცი ხალხო:))) ამის იქით მე ამ კაცის მოგებული არ მახსოვს (თუმცა ვულოცავ რაც მოიგო). ნახევარფინალში როგორც წააგო იმას შეძლება ხო უნდა.... რავიცი რო იკითხო გამოცდილები არიან მაგრამ სად მიაქვთ ეს გამოცდილება ვერ ვხვდები...
levo
18:06 20-09-2018
11
ხალხო, პაპინაშვილმა წააგო. მეწყინა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემპიონი ვინ გახდა არ უნდა დაწეროთ?!
aburjga
21:21 20-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული