დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი გამოვლენ

AutoSharing Option
დღეს, 24 სექტემბერს, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ორი ძიუდოისტი იასპარეზებს.

დღეს 90 კგ წონითი კატეგორიის შეხვედრები გაიმართება, სადაც ორი წარმომადგენელი გვეყოლება.

უშანგი მარგიანი ესპანელ ლორენსო ადრიან ნაჩიმენტოსა და ჩინელ ჰებილიჯი ბუს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

ორივე ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 16:00 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს აქტივში მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა (60) მოიპოვა.

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული