ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი, 22 წლის ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მან კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იპონით დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითო-თითო გამარჯვება ჰქონდათ. პირველი ვაზარი მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა.

დამატებითი დროის დაწყებიდან 2:20 წუთში ნიკამ მეტოქე დააიპონა.

ის პირველია, ვინაც ესპანეთის სახელით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზმა დამატებით დროში უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

alt ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი: ნიკოლოზ

შერაზადიშვილის მეორე ოქრო

altნიკოლოზ შერაზადიშვილი - ქართველი ჩემპიონი ესპანეთიდან

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს ოქრო რომ ქართველების მიერ ესპანეთში ნაძარცვი ოქროულის ერთგვარ კომპენსაციად განვიხილოთ, მამენტ, ხურდაც გვეკუთნის...
მ. ტ.
20:08 24-09-2018
9
ვულოცავ ძალიან კარგი სპორცმენია და კარგი ადამიანიც, რომ არა ესპანეთი ვინ იცის საქართველოდან მიაღწევდა მსოფლიო ჩემპიონობას? აქ ისეთი ამბებია.....
s.s.
20:48 24-09-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული