ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს ვარლამ ლიპარტელიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ლიპარტელიანი მეოთხედფინალში ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

ქართველის მომდევნო მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა SILK უნივერსალზე შეგიძლიათ.

აქამდე ლიპარტელიანი მერვედფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა დამატებით დროში ოქროს ქულა ლიპარტელიანმა იპონით მოიპოვა.

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპორტსმენი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ფრანგ

ალექსანდრე იდირს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.



altვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
ვიღაც ჩასაფრებულები იძახდნენ ლიპარტელიანი წარსულიაო!!! სად ხართ ვირთხებო, დადუმდით?!!! ეს კაცი არის პატრიოტი!!!
ლაშა-გიორგი
12:16 25-09-2018
6
ყოჩაღ ლიპო!!! მართლა არ მეგონა მსიფლიოს ფორმაში თუ შეხვდებოდა, ძალიან მისაბაძი და საქებარია თუ მოახერხა ფორმის აღდგენა!!! მართლა პროფესორია რა, ძალიან მაგრად იჭიდავა, თვალი არ ეცეს:))) მიდი ლიპო, იმედი გაგვიჩნდა ყველას! ამ პატარა სიხარულის მიუხედავად მაინც უნდა დავწერო, რომ ჩვენს ძიუდოში ცუდად არის საქმე, ყველაფრის მიუხედავად ისევ ქევხიშვილს უნდა პრეზიდენტობა, ეს ნამუს გარეცხილი ვინ ყოფილა?!
პაატა
13:22 25-09-2018
2

სიახლეები პოპულარული