ვარლამ ლიპარტელიანი: ეს სპორტია, ყველაფერი ხდება, შევეცდები მომავალში გავახარო გულშემატკივარი

AutoSharing Option
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოსთან დამარცხების შემდეგ კომენტარი ქართველმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) გააკეთა.

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მგულშემატკივრობდა. მთელი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მხარს მიჭერდა. კიდევ ერთხელ შევეცადე მათ ბოლომდე გახარებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ამჯერადაც ვერ მოვახერხე.

რას ვიზამთ, ეს სპორტია, ყველაფერი ხდება და ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. შევეცდები აუცილებლად ყველამ ერთად გავიხაროთ. რაც უფრო ძნელად მისაღწევია წარმატება, უფრო გიხარია. მე ამის იმედი მაქვს, მჯერა და თქვენთან ერთად ვიზეიმებ
გამარჯვებას.

ყველას მადლობა გულშემტკივრობისათვის".

altვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
არაუშავს ლიპო. მჯერა მალე ოქროც იქნება! შენ მაინც უძლიერესი ხარ! მაგარი მიღწევაა წონა შეიცვალო და ახალ წონაშიც ეგრევე შედეგი დადო. ეს მხოლოდ უძლიერესებს შეუძლია. წარმატებები შემდეგში კიდე უფრო დიდი...
შოთა
09:11 26-09-2018
1
ფინალში პირველ ნომრად უნდა იჭიდავო ერთი ამოსუნთქვით უნდა ჩაატარო და ყოველთვის მოიგებ
Zaza
06:16 26-09-2018
1

სიახლეები პოპულარული