"დიდი მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე მგულშემატკივრობდა. მთელი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და მხარს მიჭერდა. კიდევ ერთხელ შევეცადე მათ ბოლომდე გახარებას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ამჯერადაც ვერ მოვახერხე.
რას ვიზამთ, ეს სპორტია, ყველაფერი ხდება და ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. შევეცდები აუცილებლად ყველამ ერთად გავიხაროთ. რაც უფრო ძნელად მისაღწევია წარმატება, უფრო გიხარია. მე ამის იმედი მაქვს, მჯერა და თქვენთან ერთად ვიზეიმებ
ყველას მადლობა გულშემტკივრობისათვის".
ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ლიპო, შენ ჩვენთვის ყოველთვის საყვარელი სპორტსმენი იქნები!!!...სამომავლოდ მრავალგზის გაგეხარებინოს გულშემატკივართა გულები!!!... ისე არც ვერცხლია ცუდი...მადლობა შენ თავდადებული შრომისათვის!!!....