ნიკო შერას, როგორც მას ესპანეთში მოიხსენიებენ, გამარჯვება ცნობილმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა სოციალური ქსელით მიულოცა: “ნიკოლოზ შერაზადიშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია! ის პირველი ესპანელი მამაკაცია, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია! გილოცავთ!”.
"მარკამ" ნიკოლოზის ისტორია მოუთხრო მკითხველს, აღნიშნა, რომ გვარი ძნელად წარმოსათქმელია, მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიადის მოგება იყო, პირველი ამოცანა უკვე შეასრულა და ახლა ნიკოსგან ოლიმპიურ ოქროს ელიან.
და კიდევ: მადრიდთან ახლოს მდებარე ქალაქ ბრუნეტეს ერთ-ერთ ქუჩას, სადაც ის 14