გურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში მსაჯებმა თუშიშვილის ვაზარი გააუქმეს, ხოლო დამატებით დროში ქართველის ვაზარი კვლავ გააუქმეს, საბოლოოდ კი თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაცია SILK უნივერსალზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თუშიშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი დანიელ ნატეა იპონით დაამარცხა.

altგურამ თუშიშვილი მსოფლიოს

ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყოჩაღ გურამ! მაგრად მეშინოდა ფიზიკურად არ ეჯობნა მეიერს. რაც შეეხება ორ გაუქმაბულ ქულას, ერთი ნაღდად არ იყო ქულის მომტანი გდება და მეორე 50/50-ზე. ხო გავგიჟდებოდით ასეთი გდება მეიერს რომ გაეკეთებინა და ვაზარით შეეფასებინათ?! მაგრამ მესამე გაფრთხილება მისაცემი ქონდა უეჭველი! ნაღდი იყო იპონი და თუშიმ დამსახურებულად გაიმარჯვა!!! ეს მონღოლიც უნდა გავიაროთ, გურამ გენაცვალე მაგარაჯ ბიჭი ხარ!!!
პაატა
14:16 26-09-2018
1
ძალიან ცუდად მენიშნა ეს მსაჯობა!!!
tngh
13:17 26-09-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული