მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ

AutoSharing Option
ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრი დასრულდა. მსოფლიო პირველობაზე არაერთმა ქართველმა იასპარეზა, არათუ ქართული დროშით, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სახელით.

ამ სტატიაში შევეცდებით, წარმოგიდგინოთ ქართველი მამლუქები, რომლებიც თითქმის ყველა წონაში იყვნენ.

60 კგ
ლუკა მხეიძე საფრანგეთის სახელით ასპარეზობდა. 22 წლის სპორტსმენის მაქსიმუმი მესამე ეტაპამდე მისვლა გახდა. პირველ ეტაპზე ისვენებდა, მეორე ეტაპზე ნიგერიელ მოქტარ ალესანთან გაიმარჯვა და მესამე ეტაპზე კიდე ერთი ქართული წარმოშობის სპორტსმენთან, რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.

რობერტ მშვიდობაძე რუსეთის სახელით ასპარეზობდა. ის 29 წლის ძიუდოისტია ქალაქ გორიდან. მას ეს მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებული გამოუვიდა,
ნახევარფინალში ამირან პაპინაშვილს შეხვდა, სადაც მისი დამარცხებით ფინალში გააღწია, თუმცა იქ იაპონელ ნაოშისა ტაკატოსთან ვერაფერი გააწყო. მშვიდობაძისთვის ეს პირველი მედალი გამოდგა მსოფლიო ჩემპიონატზე. მანამდე მას ოქრო 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა მოპოვებული.

ბექირ ოზლუ, ანუ ბეთქილ შუკვანი ქართველებისთვის საკმაოდ ცნობილი ძიუდოისტია, რომლის გარშემო არაერთი სკანდალი იყო. 30 წლის ძიუდოისტმა მსოფლიოზე თურქეთის სახელით მეორე ეტაპიდან დაიწყო და იქვე დამარცხდა ბრიტანელ ეშლი მაკკენზისთან.

altბეთქილ შუკვანი: მე არაჯანსაღი ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ვარ


66 კგ
გიორგი ზანთარაია გალში დაბადებული ძიუდოისტია, რომელიც უკრაინის სახელით ასპარეზობს. 30 წლის ძიუდოისტი საკმაოდ ცნობილი სპორტსმენია. ის თავისი კარიერის განმავლობაში 60 და 66 კილოში ასპარეზობდა: მას მსოფლიო ჩემპიონატებზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ის მეოთხედფინალში იაპონელ აბე ჰიფუმთან დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

altგიორგი ზანთარაია: სიამოვნებით გამოვიდოდი საქართველოს სახელით, მაგრამ...


81 კგ
22 წლის ანრი ეგუტიძე მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის სახელით ასპარეზობდა, მან და ზებედა რეხვიაშვილმა მეორე ეტაპიდან დაიწყეს, პირველივე დაპირისპირებაში მათი შერკინება შედგა და გამარჯვებული პორტუგალიელი გამოვიდა. ეგუტიძე მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ ირანელ საიდ მოლაელთან დამარცხდა. ეგუტიძემ ყველაზე მაღალი სინჯის მედალი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა - ვერცხლის მედალი.

25 წლის ვედატ ალბაირაკი იგივე ვანო რევაზიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთის სახელით გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ რევაზიშვილი 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბერძნეთს რომან მუსტოპულოსის სახელი სახელით გამოდიოდა, თუმცა უმედლოდ დარჩა.

90 კგ
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მის შესახებ არაერთი სტატია გვქონდა და შეგიძლიათ მითითებულ ბმულებზე გაეცნოთ.

altნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

altშერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება


100 კგ
აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე 26 წლის უშანგი კოკაური მსოფლი ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და მისი მეტოქე უზბეკი ოლტიბოევი საფინალო გზაზე დაამარცხა. ფინალში კი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდა, მასთან ორთაბრძოლაში ვერაფერი გააწყო და იპონით დამარცხდა.

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

შესაბამისად, ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც სხვა ქვეყნის სახელით გამოდიოდნენ, საერთო ჯამში 5 მედალი - 1 ოქროს, 2 ვერცლის და 2 ბრინჯაოსი მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ გორელი კაცი რომ რუსეთის ჰიმნზე გაიჯგიმება და რუსეთის დროშას ააფრიალებს, რა უნდა თქვა არ ვიცი
soso
22:17 27-09-2018
5
აი რა მამლუქი, აგიჩემებიათ მამული, მამლუქი. რა შუაშია? ხალხი საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგინოს ესა თუ ის ქვეყანა და ძალით გატაცებულ ხალხს რატომ ადარებთ?
ჯონდი
17:42 27-09-2018
2

სიახლეები პოპულარული