ესპანეთში ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ბრუნეტეში ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ქართული წარმოშობის სპორტსმენი პირველი ესპანელი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ ფაქტის აღსანიშნავად, მადრიდთან მდებარე პატარა ქალაქ ბრუნეტეში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი უწოდეს.

"ბრუნეტე ამ აქტით ნიკოს პატივს მიაგებს. ჩვენ ვხედავდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც სპორტსმენი" - განაცხადა ქალაქის მერმა ბორხა გუტიერესმა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს სექტემბერში დაეუფლა.

altნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

altშერაზადიშვილს გამარჯვება გასოლმა მიულოცა და ესპანეთის ქალაქ

ბრუნეტეში მისი სახელი ქუჩას მიენიჭება


alt"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე რომ ცემდნენ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონებს პატივს მთელ გორში ყველა ქუჩას ძიუდოისტების გვარები უნდა ერქვას ))) ხუმრობა იქეთ იყოს და შერაზადიშვილს წარმატებებს ვუსურვებ )))
ტოტტი
14:29 23-10-2018
0

სიახლეები პოპულარული