ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

AutoSharing Option
ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ძიუდოს ფედერაციის არჩევნები სასტუმრო "ბილტმორში" დღეს იმართება.

როგორც ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს ფედერაციას კვლავ დავით ქევხიშვილი მართავს.

"ერთპიროვნული მმართველობაა კვლავ ძიუდოში. ქევხიშვილის დელეგატები არიან კვლავ ძიუდოში. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და ვამბობთ, რომ როგორც დღეს მიდის არჩევნები, ამით სიტუაცია ძიუდოში არ დალაგდება. უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქევხიშვილს უნდა.

გიორგი ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

საარჩევნო ყრილობაზე დანარჩენმა კანდიდატებმა (დავით ხახუტაშვილი, დავით ქევხიშვილი, დავით
ხახალეიშვილი და გიორგი ალექსიძე) კანდიდატურები მოხსნეს.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მალადეც! იმდენი ნამუსი კი აქვს, რომ თავის თავი არ დაასახელოს კანდიდატად, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სხვები არ ასახელებენ ლიპუას
არჩილა
27 ოქტომბერი 2018 10:40
2
41 დელეგატიდან ხმა მოაგროვა 40 ხმა!!! გამოდის, ლიპოს და ჭრიკოს მოთხოვნით დელეგატებიც უნდა შეიცვალონ?! ვინც კარგად ერკვევით, იქნებ ახსნათ....
Shio
25 ოქტომბერი 2018 12:19
2
ბარემ პირდაპირ გვითხრას გვარი და იმას "აირჩევენ".
ჰაჰა
25 ოქტომბერი 2018 10:54
1
ვარლამ,შენ ჯერ მსოფლიო მოიგე და მერე ილაპარაკე...
status quo
24 ოქტომბერი 2018 17:02
40
პრეზიდენტი აირჩიეს დელეგატებმა, დელეგატები არიან კლუბების წარმომადგენლები, ვისაც ფედერაცია ძალიან კარგ პირობებს უქმნის და შედეგიც სახეზეა, ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ბრინჯაო და 2 ოქრო ცოტაა??? თუ ლიპო რომ გაკივის მარტო ეგ არის არგუმენტი რომ მუქთახორები არიან და არაფერს აკეთებენ?
დაეყენებინათ თავისი კანდიდატი ლიპოს და ხაბარელს და მოეგოთ არჩევნები თუ მართლები არიან.
დათო
24 ოქტომბერი 2018 17:00
28
სანამ მთელი აღმასკომი არ შეიცვლება მანამდე ქართულ ძიუდოს არაფერი ეშველება. ზიან მაფიოზებივით ეგ მუქთახორები და მარტო იმაზე ფიქრობენ,რომ თბილი სავარძლები არ დაკარგონ. ძიუდოისტების ბედი საერთოდ არ აინტერესებს მაგ ნაძირლებს.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
24 ოქტომბერი 2018 14:52
9
არ ყოფილა ჩვენი საშველი!
შოთა
24 ოქტომბერი 2018 14:21
6

სიახლეები პოპულარული