ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
უნგრეთის ქალაქ დიორში 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ონისე სანებლიძე (100 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სანებლიძემ სერბი პეტარ ცირკოვიჩი დაამარცხა, გერმანელ დომენიკ შოენეფელდტთან წააგო, ხოლო რეპეშაჟში  ბელარუს მიკიტა სვირიდს და ავსტრიელ აარონ ფარს სძლია.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კობა მჭედლიშვილი (90 კგ) ბელარუს ვიკტორ კლიავუსაუსთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოლო დღეს ორი მედლის იმედი მაინც მქონდა,მაგრამ ვფიქრობ ნორმალური გამოსვლაა,მთლიანობაში.მედალოსნებს ვულოცავ და მომავალში უკეთეს შედეგებს ველი.
სოსო
05 ნოემბერი 2018 10:41
1

სიახლეები პოპულარული